ობსერვატორია კოსმოსური ნარჩენების კვლევის ცენტრით, პლანეტარიუმი და მეცნიერთა რეზიდენცია

ავტორი: მარინკა შპეტიაშვილი
ფართობი: 3200 m2
სტუდენტური პროექტი*
ობსერვატორია კოსმოსური ნარჩენების კვლევის ცენტრით, პლანეტარიუმი და მეცნიერთა რეზიდენცია
ავტორი: მარინკა შპეტიაშვილი
ფართობი: 3200 m2

მდებარეობა: სოფელი სვრიმი, სვანეთი, საქართველო

თანამედროვეობაში, მაშინ როცა სამყარო მრავალი ცვლილებებისა და ახალი გამოწვევების წინაშე დგას, განსაკუთრებით პრიორიტეტული გახდა ამ ცვლილებების გამომწვევი მიზეზების დადგენა და კვლევა. ყოველდღიურად იმატებს ინფორმაციული ნაკადების რაოდენობა კოსმოსური აფეთქებების, ახალი კვლევებისა და დედამიწის გარეთ ამოქმედებული მოვლენების თაობაზე, სამყარო ყველაზე დიდ ევოლუციას სწორედ იქ განიცდის სადაც ამას ადამიანის თვალი ყველაზე ნაკლებად აკვირდება და აღიქვამს, იქ სადაც ჩვენ, კაცობრიობის რასას ყველაზე მცირედი ზემოქმედების შესაძლებლობა გვაქვს-კოსმოსში. შენობის ფუნქციური და არქიტექტურული სპეციფიკიდან გამომდინარე, ტერიტორიის შერჩევისას აუცილებელი გახდა რამოდინიმე უმნიშვნალოვანესი კომპონენტის დაკმაყოფილება: სინათლით დაბინძურება, შენობის ზღვის დონიდან აღალ ნიშნულზე განთავსება, ტერიტორიის დასახლების სიმჭიდროვე, რელიეფის სეისმური მედეგობა, ინსოლაცია. შენობა დაყოფილია სამ ძირითად ფუნქციურ ზონად, რომელთაც შუალედში დააკავშირებს ლოგიკური ბმები სხვადასხვა სათავსებით ერთმანეთთან, ესენია: • ობსერვატორია • პლანეტარიუმი • მეცნიერების დროებითი საცხოვრებლები ობსერვატორია ძირითადად წარმოდგენილი იქნება სამეცნიერო და კვლევითი ნაწილის განსახორციელებლად, სადაც წარმოდგენილი იქნება ძირითადად ისეთი თავსები, როგორებიცაა, ტელესკოპის განთავსებელი სივრცე, საკუთარი ლაბორატორიებითა და ინფორმაციის ანალიზის სივრცეებით, სამუშაო სივრცით, ტელესკოპის ტექნიკური უზრნველყოფისთვის განსათავსებელი სივრცე, ადმინისტრაციული სივრცე და საკონფერენციო დარბაზები. შემდეგი ფუნქციური ზონა არის პლანეტარიუმი- რომელიც ძირითადად ვიზიტორებზეა გათვლილი და ხელს შეუწყობს შენობის პოპულარიზაციასაც როგორც ადგილობრივ მაცხოვრებლებში ასევე ტურისტებში. მესამე ძირითად ფუნქციას წარმოადგენს მეცნიერებისა და სხვა ძირითადი მომუშავე პერსონალის დროებითი საცხოვრებლები, რომლის გაჩენის აიუცილებლობაც გამოწვეულია შენობის ადგილმდებარეობის სპეციფიკიდან და კომფორტიდან გამომდინარე. შენობის კონცეფცია ორი ძირითადი მიმართულებიდან მომდინარეობს, პირველი შენობის საკვლევი მასალის პრინციპიდან მომდინარეობს. საჰაერო ინჟინერიაში ყველაზე ხშირად ორიგამის პრინციპი გამოიყენება, სწორედ ამ პრინციპზეა დაყრდნობილი სარაკეტო ნარჩენების აწყობაც. Ორიგამის წარმოებულ ფათერნებს საინტერესოდ დაემთხვა სვანეთის რელიეფი, რაც კონცეფციის მეორე ასპექტს წარმოადგენს. აქიდან გამომდინარე, რომ ობსერვატორიის მთავარი დანიშნულება სწორედ იმ სარაკეტო ობიექტებზე დაკვირვებაბ და კონტროლია, რომლის შექმნასა და ფუნქციონირებაშიც ორიგამის ტექნიკას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ძირითადი კონცეფცია და ფორმათწარმოქმნა სწორედ ამ ხელოვანებაზე და მის მიერ წარმოებულ ფორმებზე იქნება დაყრდნობილი. პროექტისა და გარემოს ურთიერობა ფუნქციიდან გამომდინარე, მოითხოვს შენობის როგორც სივრცით არეალზე, ისე მის სიმაღლეში განვითარებას, შენობა ტერიტორიის ყველაზე ამაღლებულ ადგილას განთავსდება და ფუნქციური ზონების მიხედვით გადანაწილდება მის ზეგანსა და დამრეც რელიეფს შორის. Იქიდან გამომდინარე რომ სვანეთის არქიტექტურა ხასიათდება ძირიადად მკაცრი,წრიული ფორმებით, ამ პრინციპების ინტეგრირება პროექტშიც აუცილებელია, რათა შენობა არ ამოვარდეს გარემო კონტექსტიდან, თუმცა აღსანიშმავი და მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ შენობის თანამედროვე ფუნქციიდან და მისი სფეციფიკური გეგმარებითი ფორმებისა და ელემენტებიდან გამოდმინარე, შენობის სრულიად გარემო კონტექსტში ჩაწერა მიზანშეწონილი არ არის და იგი უნდა იყოს აქცენტირებული და ხაზგასმული.

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია