მდებარეობა: სოხუმი , საქართველო
სოხუმის საერთაშორისო აეროპორტი 1960-იან წლებში აშენდა. აფხაზეთის კონფლიქტამდე, აეროპორტი მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენდა და დიდ როლს თამაშობდა რეგიონის სატრანსპორტო ქსელში . 1993 წელს, კონფლიქტის შემდეგ, აეროპორტი დაიხურა, მისი ინფრასტრუქტურა დაზიანდა, ტერიტორია კი ნაღმებით იყო სავსე. აეროპორტის ტერიტორიაზე არსბეობდა ორი ტერმინალი . პირველი ტერმინალი, აშენებული XX საუკუნის შუა წლებში, ნეოკლასიცისტური არქიტექტურული სტილის ნაწილია, რომელიც გამოირჩევა სიმეტრიული ფორმებით, დიდი არკებითა და მკაფიო დეკორატიული ელემენტებით. ის სოხუმის ისტორიული იერსახის ნაწილია და პროექტის ერთ-ერთი ცენტრალურ ელემენტად რჩება. მეორე ტერმინალის არქიტექტურა აერთიანებს საბჭოთა მოდერნიზმისა და ფუნქციონალიზმის სტილებს. შენობის ძირითადი მასალით, შეიქმნა მძიმე, მასიური ფორმები. გამორჩეული დეტალია , რომბისებური გადახურვები რომლებიც ამძაფრებენ შენობის დინამიკურობას და აძლევენ მას უჩვეულო, ავანგარდულ იერს. პროექტის მთავარი იდეა იყო , ორი ძველი ტერმინალის შენარჩუნება და მათთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება . მოდელი ითვალისწინებს ტერმინალების ერთიანი არქიტექტურის ქვეშ მოქცევას, რაც მოიცავს ისტორიული და ვიზუალური მახასიათებლების შენარჩუნებას. განზრახული იყო ნეოკლასიკური ტერმინალის გამოყენება ჩამოფრენის ზონად, ხოლო ბრუტალისტური სტილის ტერმინალი გაფრენის ზონად გადაკეთდა. ორივე შენობა დაკავშირებულია ტრანზიტისთვის განკუთვნილი ხიდით, რომელიც ფუნქციურად აერთიანებს ორ განსხვავებულ სტრუქტურას. ორი განსხვავებულ სტილს , მესამე სტილი ემატება, რომელიც ხაზს უსვამს სოხუმის აეროპორტის ახალ ეტაპსა და შერწყმას თანამედროვე არქიტექტურულ ტენდენციებთან. ახალი არქიტექტურული ელემენტები მოიცავს მინის დიდ პანელებსა და მსუბუქ, გამჭვირვალე სტრუქტურებს, რომლებიც საშუალებას იძლევა, შენობის ნაწილები ჰარმონიულად გადაედინოს ერთმანეთში, ტერმიანლების ექსტრიერი , გახდეს ინტერიერის ნაწილი . ახალი ტრანზიტული ხიდი აკავშირებს ორ ნაგებობას და ქმნის ვიზუალურ და ფუნქციურ კავშირებს. გარდა ამისა, პროექტში გათვალისწინებულია ღია ბაღი, მიწისქვეშა ავტოსადგომი და სამეთვალყურეო კოშკი, რაც აეროპორტს დამატებით ფუნქციებსა და ესთეტიკურ ღირებულებას მატებს. სამწუხაროდ, დღეისთვის სოხუმის ტერმინალი უკვე დანგრეულია. თუმცა, მათი შენარჩუნება შესაძლებელი იყო როგორც კონსტრუქციული, ასევე ვიზუალური თვალსაზრისით. შენობები არა მხოლოდ არქიტექტურულად, არამედ კულტურულად სოხუმის ნაწილს წარმოადგენდა.