მდებარეობა: კონცეპტუალური
მოცემული ობიექტი ღია ცის ქვეშ მდებარე საგამოფენო პავილიონია. ის მოიცავს ხის სვეტებზე დაყრდნობილ გეომეტრიულ სახურავს, რომელიც შედგება ლითონის მსუბუქი სამკუთხა ჩარჩოებისა და გამჭვირვალე გოფრირებული მინის პანელებისგან, და ბეტონის კედლებს, რომლებიც ისე არის განთავსებული პავილიონში, რომ იქმნება გამოფენისთვის სხვადასხვა სექციები. სივრცე თანადროულად ღიაც და ჩაკეტილიცაა. მინიმალისტური უხეშ-ტექსტურიანი ბეტონის კედლები კონტრასტს ქმნის ფერადოვნებით გამორჩეულ ხელოვნების ნიმუშებთან, რაც აქცენტს სვამს ნამუშევრებზე. პავილიონი განთავსებულია რურალურ გარემოში. არქიტექტურა და ხელუხლებელი ბუნება ერწყმის ერთმანეთს. სივრცე ადაპტირებადია სხვადასხვა სახის გამოფენებისთვის. ბუნებრივი მასალების გამოყენება და გამჭვირვალე სახურავი უზრუნველყოფს პავილიონის ჰარმონიას გარემოსთან. ზემოდან ჩამავალი ბუნებრივი სინათლე და გარშემო არსებული ლანდშაფტი კი ამძაფრებს ვიზიტორის გამოცდილებას.