მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი რთულ რელიეფზე.

ავტორი: თსსა არქ. ფაკულტეტის ბაკალავრიატის მესამე კურსის სტუდენტი მარინა ლეკვეიშვილი. ხელმძღვანელი: პ. ნ. ჩხიკვიშვილი
ფართობი: 7000 m2
სტუდენტური პროექტი - მრავალფუნქციური კომპლექსი
მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი რთულ რელიეფზე.
ავტორი: თსსა არქ. ფაკულტეტის ბაკალავრიატის მესამე კურსის სტუდენტი მარინა ლეკვეიშვილი. ხელმძღვანელი: პ. ნ. ჩხიკვიშვილი
ფართობი: 7000 m2

მდებარეობა: ძმები ზუბალაშვილებისა და გრიბოედოვის ქუჩებს სორის.

მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი განთავსებულია მთაწმინდის რაიონში, ძმები ზუბალაშვილების და გრიბოედოვის ქუჩებს შორის, რთულ რელიეფზე- 0,7 ჰა. ქუჩების დონეების შორის სხვაობა 11.40 მ- ია, ქვეითად მოსიარულეთათვის დონეებს შორის კავშირისთვის მოწყობილია ღია კიბეები, ასევე შუა კორპუსის ლიფტით და კიბეებით ხდება მიწისქვეშა პარკინგის სართულებზე მოხვედრა. ტრანსპორტისთვის- სხვადასხვა დონეებსა და პარკინგთან დასაკავშირებლად მოწყობილია ორზოლიანი რამპა,- მოძრაობა ორმხრივია- შესაძლებელია გრიბოედოვის ქუჩიდან ზუბალაშვილის ქუჩაზე ასვლა და პირიქით. ზუბალაშვილის ქუჩაზე მოსაბრუნებელი მოედანი რთულ რელიეფზეა მოწყობილი, კოლონებზეა დაყრდნობილი, (შეიძლება მისი გაგრძელება ესტაკადის სახით....). საცხოვრებელი კომპლექსი შედგება სამი კორპუსისგან - პირველი კორპუსი მდებარეობს გრიბოედოვის ქუჩის მიმდებარედ, მეორე და მესამე კორპუსი - ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე. ისინი დაკავშირებულია ერთმანეთთან გადასასვლელი ხიდებით, შუა სართულებზე მოწყობილია დასასვენებელი ღია გამწვანებული სივრცეები, შენობების კონსტრუქციული სისტემა კარკასულია, მალები: 6.20; 3.20; კორპუსები დგას სვეტებზე,- ტერიტორიის გამწვანების და ბუნებრივი აერაციის თვალსარისით. ბინებში დაცულია ფუნქციონალური ზონირების, ორიენტაციის, აერაციის და ინსოლაციის მოთხოვნები. ოთხი და ხუთოთახიანი ბინები დუპლექსის ტიპისაა. სადარბაზოში მოწყობილია სამგზავრო, სატვირთო ლიფტები და შეუბოლავი კიბე.

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია