სტუდენტური პროექტი - მრავალფუნქციური კომპლექსი
მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი
ავტორი: სალომე ჩილინგარაშვილი
ფართობი: 9428 m2
მდებარეობა: თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი
სამყარო მუდმივად გვაქცევს გარკვეული მარწუხების ქვეშ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამ ყველაფრიდან გამოსავალი ვიპოვოთ. ექსტერიერში გამოსული ტერაკოტას კედლებითა და ინტერიერში მცენარეების შემოტანით, ვეცადე, გამომეხატა ის სიცოცხლის ნიშანი, რომელიც მუდმივად ცდილობს მარწუხებიდან გათავისუფლებას. 9428 კვ.მ.-ზე წარმოდგენილი კომპლექსი მოიცავს საცხოვრებელ, სამუშაო, საზოგადოებრივ და რეკრეაციულ ზონებს. იდეურად განთავსებულია ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს საბურთალოს ცენტრალურ მაგისტრალს.