მესტიის აეროპორტის საკონკურსო პროექტი

ავტორი: „ეი დი სტუდიო“. ქეთევან კვიციანი
ფართობი: 900 m2
არქიტექტურული პროექტი (შენობა, კომპლექსი)**
მესტიის აეროპორტის საკონკურსო პროექტი
ავტორი: „ეი დი სტუდიო“. ქეთევან კვიციანი
ფართობი: 900 m2

მდებარეობა: ქ. მესტია, საქართველო

საპროექტო შენობის სტრუქტურული და არქიტექტურული იერ-სახის ჩამოყალიბება განაპირობა საპროექტო არეალის სვანეთის რეგიონში, მესტიაში არსებობამ, მიმდებარედ არსებულმა უნიკალურმა ლანდშაფტმა და ამ რეგიონისთვის დამახასიათებელმა განაშენიანების სპეციფიკურმა იერ-სახემ, ასევე აეროპორტისათვის განკუთვნილმა მოცემულობამ. ჩვენი სურვილი იყო, შენობის სილუეტი ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი ტრადიციული იერ-სახის ყოფილიყო. სწორედ ამ ნიშნით, შეირჩა ნაგებობის პერიმეტრზე მასიური კედლების გამოყენება შემოთავაზებული გეგმარების ინსპირაცია საპროექტო არეალის ყველაზე ძვირფასი მახასიათებელი - მესტიის ულამაზესი ხედები, რაც თავად შერჩეული ადგილის გაშლილი სივრციდან გამომდინარე პერიმეტრულ პანორამას გულისხმობს. კედლებს შორის იატაკიდან გადახურვამდე განლაგებული ვიტრაჟები, ასევე, შენობის მთელ პერიმეტრზე სახურავის ქვეშ ვიტრაჟული ღიობი და სახურავის შიდა სივრცისკენ დაქანებული კონფიგურაცია, ქმნის აეროპორტისათვის სახასიათო სახეს. მასიური ვიტრაჟებით შენობის ოთხივე მხარეს იხსნება ხედები მესტიაზე, მიმდებარე უნიკალურ ლანდშაფტზე და თვითმფრინავების ასაფრენ ზოლზე, რაც იმთავითვე ამ ნაგებობის სავიზიტო ბარათად მოიაზრება. გადახურვის კონტურის ფორმა, ინსპირირებული არსებული ხეობის სილუეტით და გაშლილი ფრთების იმიტაციით, რაც ფრენის განწყობის შექმნას ემსახურება.

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია