მდებარეობა: ელგუჯა ამაშუკელის ქ.#9, თბილისი, საქართველო
პროექტი მდებარეობს ელგუჯა ამაშუკელის ქუჩა N9-ში, სადაც რთული რელიეფი განსაზღვრავს შენობის უნიკალურ გეგმარებას. შენობა აერთიანებს 5 მიწისქვეშა და 13 მიწისზედა სართულს. პირველი სამი მიწისქვეშა სართული, სრულად ჩაფლული მიწაში, მოიცავს ავტოსადგომს, სახანძრო ტუმბოსა და რეზერვუარის სივრცეებს. შემდეგი ორი სართული, რომელთაგან ერთს კომერციული, ხოლო მეორეს საოფისე ფუნქცია აქვს, სამი მხრიდან გრუნტით არის მოცული, რის გამოც მიწისქვეშა სართულებად ითვლება. ნულოვან ნიშნულზე განლაგებულია ორი საოფისე ერთეული და ერთი საცხოვრებელი ბინა, საიდანაც პირდაპირი გასასვლელია უკანა ეზოში. ამ ნიშნულიდან +23.10-მდე ვხვდებით საცხოვრებელ სართულებს, თითოეულ სართულზე ოთხი ბინით, რომლებიც მოქნილი და კომფორტული გეგმარებით გამოირჩევიან. +26.40 ნიშნულიდან +36.35-მდე განთავსებულია დუპლექსის ტიპის ოთხი საცხოვრებელი ბინა. ყველაზე მაღლა, +39.60 ნიშნულზე, გვხვდება არაექსპლუატირებადი გადახურვა, კიბის უჯრედი და ლიფტის სამანქანე ოთახი. ფასადზე გამოყენებულია მაღალი ხარისხის მოსაპირკეთებელი მასალა ინტეგრირებული განათებით. აღნიშნული პროექტზე 2024 წლის აპრილში გაცემულია მშენებლობის ნებართვა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ.