მდებარეობა: ქ. თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, აბანოთუბანსა და ორთაჭალას შორის
პროექტის მიზნები პროექტის ამოცანაა შეიქმნას თანამედროვე, ინფრასტრუქტურულად გამართული ახალი ურბანული სივრცე, რომელიც ორგანულად იქნება ინტეგრირებული მიმდებარე ისტორიულ განაშენიანებასა და ლანდშაფტში. დაგეგმარების მთავარი მიზანია ისტორიულ ზონაში მიმდინარე სამშენებლო პროცესებისა და საცხოვრებელ თუ გასაქირავებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნის სწორი შეფასება, წარმატებული მაგალითების გამოვლენა-განვითარება. პროექტი მიზნად ისახავს საკვლევი ტერიტორიისათვის ახალი სიცოცხლის მინიჭებას, სამოღვაწეო; დასასვენებელი; ასევე არსებული მაცხოვრებლების პირობების გაუმჯობესებას და განაშენიანების კონტროლს. პროექტის მიზანია, აღნიშნული ტერიტორია გახდეს უფრო მეტად ადაპტირებული ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისათვის. განვითარდეს; კულტურული; საყოფაცხოვრებო; სავაჭრო-კომერციული; დასასვენებელი; საექსპოზიციო; სატრანსპორტო წვდომადობის და რეკრეაციული ზონები. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ახალი გარემო ჰარმონიაში იყოს ისტორიულ რეალობასთან. ესკიზური პროექტის განხილვა საპროექტო ტერიტორიის კვლევის დროს, პირველ რიგში შესწავლილი იქნა: ერთიანი არელის ფიზიკური მახასიათებლები; არსებული საცხოვრებელი და სამოღვაწეო პირობები, არქიტექტურული გარემო და შენობების ფიზიკური მდგომარეობა. აქ გხვდება, როგორც ისტორიული აგრეთვე ახალი სახის არქიტექტორული ობიექტები. სივრცეს, რომელსაც ვაგეგმარებ ფაქტობრივად არის მოუწესრიგებელი, ამას მოწმობს იქ არსებული მიტოვებული შენობა-ნაგებობები, რომელთა რაოდენობა აღემატება ათ ერთეულს. უკვე მიწასთან გასწორებული შენობები, რისგანაც მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი, რაც საფრთხეს უქმნის მაცხოვრებლების უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას. ერთ დროს ცოცხალი ხარფუხის ტერიტორია, რეალურად ისტორიულად ინფიცირებულია და ტურისტებისათვის უინტერესოა. ამ არსებულ არაჯანსაღ რეალობაში, ნებისმიერი კომერციული წამოწყება ვერ განვითარდება, ან შესაძლოა იყოს მავნე. ამიტომაც საჭიროა ტერიტორიის მოწესრიგება. საპროექტო ტერიტორიაზე არსებული სამივე ბლოკი ერთმანეთთან დამოუკიდებელია; დაყოფილია სხვადასხვა თემებად. თუმცა, მიზნობრივად ყველა ერთ მიზანს ემსახურება - ხარფუხის ტერიტორიისათვის ახალი სიცოცხლის მინიჭებას. ამიტომაც ხდება გამწვანებული სივრცეების მაქსიმალურად ათვისება. ასევე, ტერიტორიის ის ნაწილები, რომლებიც საფრთხის შემქმნელია რიგითი მოქალაქეებისათვის, ჩანაცვლდება ეთნო-კულტურული და გასტრონომიული სივრცეებით. ამ მონაკვეთების გავლით, რომლებიც შეფენილია ლანდშაფტზე შესაძლებელი იქნება პანორამული ხედების აღქმა, როგორც ამავე სანაპიროს მაღალ ნიშნულებზე მდებარე სივრცეების, ისე მარცხენა სანაპიროს ისტორიული განაშენიანების მიმართულებით. განაშენიანების კონტურს მიღმა დაგეგმარებული, სწორედ ეს საფეხმავლო კავშირი, შესაძლებელს გახდის თაბორის ფერისცვალების მონასტერთან დაკავშირდებას. დღეისათვის მონასტერთან მოხვედრა ხდება სამანქანო გზით ორთაჭალის მხრიდან, რაც მოითხოვს დიდ დროს და არ არის მორგებული ტაძართან ბევრად ახლო მანძილზე მცხოვრები მოსახლეობისთვის, ან ამ უბნის ვიზიტორებისთვის, რომლებსაც ფეხით გადადდგილების მეთოდი აქვთ შერჩეული. შემოთავაზებული საფეხმავლო ბილიკები გაამარტივებს მონასტერთან მისვლას და შექმნის ტაძართან მიმავალი გზის ახალ მიმართულებას. A ბლოკი საპროექტო ტერიტორიის ა ბლოკი მდებარეობს ი. გრიშაშვილის ქუჩის და ფაბრიკის შესახვევს შორის. აქ არის მოქცეული სამი მიწის ნაკვეთი: გრიშაშვილის ქუჩის მხრიდან მესაკუთრე არის კერძო პირი ამ ნაკვეთის ფართია 1882 კვ.მ. ორი მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაშია, რომლის ფართობია 7214 კვ.მ. კერძო პირთან შეთანხმებით აშენდება სასტუმრო, რომელიც ისტორიულ განაშენიანებას ფონურად ჩაეწერება. ხოლო დარჩენილ ფართობებზე მოეწყობა შიდაკვარტალური; საზოგადოებრივი პარკი, სადაც იქნება წყლის სარკეები, საგამოფენო სივრცეები, სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის ადაპტირებული პანდუსი-ბილიკები. პარკის სახით დაგეგმარებული, ეს შიდასაუბნო სივრცე, დღეს, მკვეთრად განსხვავებულ ნიშნულებზე მდებარე ტერასების ერთობლიობაა, რომელიც სრულიად იზოლირებულია მიმდებარე მაცხოვრებელებისგან. შეთავაზების ფარგლებში, გათვალისწინებულია, როგორც საპარკო; მოსასვენებელი და თავშეყრის სივრცის დაგეგმარება, ისე კვარტალშიდა მოხერხებული ასასვლელი ბილიკის შექმნაც, რაც სასიამოვო გარემოს გავლით, გაამარტივებს ქუჩებს შორის კავშირს. აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსდება ამფითეატრი, სადაც გაიმართება კრივის შესასწავლი (სამოყვარულო დონეზე) სანახაობა/გაკვეთილები. იქიდან გამომდინარე , რომ აბანოთუბნის მიმდებარე ტერიტორია ტურისტებში დიდ დაინტწრესებას იწვევს და აღნიშნულ ლოკაციაზე ვიზიტორთა მზარდი რაოდენობა ფიქსირდება, ვთვლით, რომ ი. გრიშაშვილის ქუჩის გასწვრივ მოწყობილ პარკში სასურველია ეთნო-კულტურული კუთხეების მოწყობა. სადაც ვიზიტორებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ისეთ პროცესებში როგორიცაა: ღვინის დაწურვა, ჩურჩხელის ამოვლება, პურის ცხობა და ა.შ. ასევე, გათვალისწინებული იქნება ბავშვთა გასართობი სივრცის მოწყობა (მოცეკვავე შადრევანი, სათამაშო ინვენტარი..) B ბლოკი ბ ბლოკში არსებული ორი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას რომლის ფართია 25 511 კვ.მ. იმის გათვალისწინებით, რომ უშუალოდ ხარფუხის დასახლებიდან გადაადგილება უმეტესწილად, კერძო მანქანების საშულებით ხდება, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მტკვრის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროების დასაკავშირებლად, პროექტის ფარგლებში საბაგიროს მოწყობის შეთავაზება. კვლევამ დაადასტურა, რომ ქეთევან წამებულის გამზირი, კარგად არის უზრუნველყოფილი საზოგადოებრივი ტრანსპორტით და სწორედ ამ გარემოებამ გვიბიძგა, მდინარის ორ ნაპირს შორის საბაგირო ხაზის შექმნაზე. ზოგადად, საბაგიროს მსოფლიოსა და საქართველოშიც დიდი ისტორია აქვს. უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ბაგირგზა საბჭოთა კავშირში სწორედ საქართველოში გაიხსნა. საქართველო თავისი მრავალფეროვანი ლანდფაშტით იმდენად არის დატვირთული, რომ ამიერ კავკაშიაში ყველაზე მეტი ბაგირ გზა გაგვაჩნია. ქეთევან წამებულის გამზირთან მახლობლად, შეირჩა ფარნავაზ მეფის სკვერის ლოკაცია. ამ სივრცეს გააჩნია, პირდაპირი გასვლა მტკვრის კალაპოტზე და აქედან გამომდინარე გაადვილდება საბაგირო სადგურის შენობის დაგეგმარებაც. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ გამზირზე არსებული უახლოესი ავტობუსის გაჩერებიდან, ამ საბაგიროს სადგურის დაშორება არ აღემატება 390 მეტრს, რაც რადიკალურად ამცირებს ხარფუხის მიმართულებით, მისასვლელ დროს. საპროექტო საბაგირო გზის ვიზუალურ ნაწილში ძირითადი აქცენტი გაკეთდა თანამედროვე ინფრასტრუქტურაზე, რადგან ვიზიტორებმა შეძლონ გარე სამყაროს უკეთესი აღქმა. საბაგიროს მეშვეობით, მარჯვენა სანაპიროზე გადმოსულ მგზავრებს დახვდებათ საგამოფენო ბაზრობა, პავილიონი და ღია კინოთეატრი. C ბლოკი C ბლოკის ტერიტორია თავდაპირველად იყო 21 137 კვ.მ. საპროექტო ნაწილში ტერიტორიის ფართობია 19 156 კვ.მ. ფართობის სხვაობა განაპირობა მიწების მოწესრიგებამ, ნაწილობრივ მოხდა მათი გაერთიანება და შემცირდება. ფართობის დაკარგვის მიზეზი გახლავთ, საფეხმავლო გზების გაუმჯობესება, ტროტუარების მოწყობით აღნიშნულ სივრცეზე, პრიორიტეტი ენიჭება ქვეითს. C ბლოკის სრულ გეგმარებით ერთეულში ნაკვეთების დაკორექტირებული რაოდენობა შეადგენს 48 ერთეულს. ხოლო შენობა-ნაგებობების 55 ერთეულს. აღნიშნულ ტერიტორიაზე მოხდა სკოლის საკუთრებაში არსებულ საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია რადგან უფუნქციო და გამოუყენებელ ტერიტორიას მისცემოდა ახალი სიცოცხლე. სტადიონი აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. მათ შორის, საჩრდილობელი მოწყობილობებითაც, რომელიც თბილისის კლიმტური პირობებიდან გამომდინარე, ხშირად აქტუალურია. აღნიშნული რეკრეაციული ზონა იქნება მრავალფუნქციური. აქ მოეწყობა მცირე ზომის გასტრონომიული კუთხე, სადაც გაიმართება პურის ცხობის, ჩურჩხელის ამოვლების და ყურძნის დაწურვის მასტერკლასი. ასევე, მოეწყობა ადგილობრივი მცირე მეწარმეებისათვის სავაჭრო-დეგუსტაციის კუთხე, სადაც ამ ბიზნესით დაკავებულ პირებს, შეეძლებათ საკუთარი პროდუქცია (ყველი, ჩირი, არაყი, ღვინო, თაფლი...) გახადონ უფრო მეტად ცნობადი და მიიღონ შემოსავალი პრუდუქტების გაყიდვით. ასეთი სივრცეები განსაკუთრებით საინტერესოა ტურისტებისათვის. გარდა ამისა, ხელის შემწყობია ადგილობრივი მცირე სამეწარმეო ბაზრის განვითარებისათვის. ხარფუხის ზედა მხარეს განთავსდება ეთნოგრაფიული ნივთების დასამზადებელი მცირე ზომის საამქროები (მინანქრის, თექის, ხის, ჭედური მინანქრის), სადაც დასაქმდებიან ადგილობრივი მაცხოვრებლები და ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ნივთების დამზადებაში და შემდგომ თავად შეიძინონ საკუთარი ხელნაკეთი ნივთი. C ბლოკის დაგეგმარების იდეა, ტერიტორიაზე ჯანსაღი ურბანული სტრუქტურის დაგეგმარების გარდა, ამ კულტურული გარემოს შექმნას ითვალისწინებს, რაც ვფიქრობთ, რომ გააჩენს ახალი მიზიდულობის ელემენტებს და რადიკალურად შეცვლის ინვესტორთა განწყობებს, მთელი რაიონული ერთეულის მიმართ. დასკვნა საკვლევი ტერიტორიის განახლების შემდგომ, გვექნება ისტორიულ ჭრილში მოქცეული უნაბი- თანამედროვე არქიტექტურული ელემენტებით. წარმოდგენილი განაშენიანების მოდელი, სრულ თანხვედრაშია გარემოსა და კანონმდებლობასთნ, ასევე მოსახლეობის ინტერესებთან. თითოეულ ახალ და ძველ არქიტექტურულ ობიექტზე მოხდა გარემოს მორგება და სივრცის მაქსიმალურად გამოყენება. უბანს შეუნარჩუნდა ძირითადი ფუნქცია, რაც გულისხმობს დომინირებულად საცხოვრებელ უბანს. ლოგიკური შერევის ხარისხის დაცვით, გაჩნდა აგრეთვე ახალი ტიპის საზოგადოებრივი ობიექტები. პროექტი მიზნად ისახავს არამხოლოდ ამ უბნის არამედ მიმდებარე განაშენიანების განახლებითვის ახალი სიცოცხლის მინიჭებას, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და განაშენიანების კონტროლს.