მდებარეობა: სლოვაკეთი, ლეპტოვის რაიონი ბეშენოვას დაბა
რეკონსტრუქცია ჩვენს მიერ წარმოდგენილი კონცეფცია შთაგონებულია სლოვაკეთის ლეპტოვოს რეგიონში მდებარე ცნობილი კურორტის ბეშენოვას რკინის წყლებით, რომელიც ასოცირდება „თხევად“ სპილენძთან. შესაბამისად ფასადის დომინანტურ ფერად მივიჩნიეთ სპილენძისფერი, დაჟანგული ლითონი. ბუნებრივად დაჟანგული, ყავისფერი წყლის გარემო ნათლად არის გამოკვეთილი კურორტის ბუნებრივ წყლის აუზებში, რომელიც ადგილის „ღირშესანიშნაობად“ ითვლება. ინტერიერის მოწყობაში კი უპირატესობა მიენიჭა მწვანე ტონებს, ხის და ქვას, რომლებიც თატრას მთის ლანდშაფტის განუყოფელი და ორგანული ნაწილია. მინა კი სუფთა ჰაერთან ასოცირდება, რომლითაც რეგიონი ამაყობს. ამიტომ, ამ სამი ელემენტის კომბინაციამ გავლენა მოახდინა ჩვენს ხედვაზე ამ პროექტში. რეკონსტრუქციის შედეგად საერთო ფართი - 3322 კვ.მ