არქიტექტურული პროექტი (შენობა, კომპლექსი)**
სამონასტრო კომპლექსი ყვარლის ტბასთან
ავტორი: გიორგი სვანიშვილი; გიორგი კვიწინაშვილი
ფართობი: 7500 m2
მდებარეობა: ყვარელი, საქართველო
პროექტის მიზანი: წინ გადადგმული ნაბიჯის მცდელობა ტრადიციულ ქართულ სამონასტრო არქიტექტურაში. იგი საუკუნეთა განმავლობაში ვითარდებოდა და განვითარების მწვერვალს დიდი კათედრალების მშენებლობისას მიაღწია. მას შემდეგ ქართული ხუროთმოძღვრება, თითქოს, გაჩერდა. ამ პროექტით გვსურს იმის ჩვენება, რომ საუკუნეთა განმავლობაში არსებული კანონიკის დაცვით, თუმცაღა, ახალი, განსხვავებული მშენებლობის მეთოდით, შესაძლებელია ამ ყველაფრის დაცვა, თანაც ისე, რომ ეპოქის თანადროული იყოს.














