ფუნიკულიორის ზედა სადგურის და რესტორნის შენობის რეკონსტრუქციის პროექტი

ავტორი: ზაქარია ქურდიანი
ფართობი: 7070 m2
რესტავრაცია-რეკონსტრუქცია (რეალიზებული)
ფუნიკულიორის ზედა სადგურის და რესტორნის შენობის რეკონსტრუქციის პროექტი
ავტორი: ზაქარია ქურდიანი
ფართობი: 7070 m2

მდებარეობა: თბილისი

ფუნიკულიორის ზედა სადგური რესტორნის რეკონსტრუქციის პროექტი არქიტექტურული ნაწილის განმარტებითი ბარათი თბილისი, 2013 წელი შენობის ადგილმდებარეობა და აღწერილობა ყოფილი მთაწმინდის რესტორნის შენობა მდებარეობს მთაწმინდის ზედა პლატოზე, რომელიც გადმოჰყურებს ქ. თბილისს. 1938 წელს აშენდა არსებული სამსართულიანი შენობა. ამ შენობამ შეცვალა ძველი ზედა სადგური, რომლის საბაგირო გზა გადაჭიმული იყო 500 მეტრის სიგრძეზე და 720მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. შენობა-ნაგებობა ქ. თბილისის სიმბოლოდ იქცა. შენობის ტერასიდან იშლება საოცარი ხედი თბილისზე და თვითონ შენობა თბილისის ყველა კუთხიდან ჩანს. შენობას გარს აკრავს 60 ჰექტარის ოდენობის მთაწმინდის პარკი, რომელიც მიჩნეულია თბილისის ისტორიულ და არქიტექტურულ ღირებულებად. მთაწმინდის ზედა პლატო ითვლებოდა თბილისელთა და ტურისტების საყვარელ ადგილად. შენობა შედგება ოთხი დონისაგან: ა) სარდაფის სართული – 2418 კვ.მ.², რომელიც შეიცავს გვირაბს დაახლოებით 700 კვ.მ.² ზომის; ბ) პირველი სართული – 1848 კვ.მ.², აქედან შიდა ფართი შეადგენს 1196 კვ.მ.², ტერასა კი 652 კვ.მ.²; გ) მეორე სართული – 1848 კვ.მ., აქედან შიდა ფართი შეადგენს 1040 კვ.მ.², ტერასა კი 808 კვ.მ.²; დ) მესამე სართული – 956 კვ.მ.², აქედან შიდა ფართი შეადგენს 438 კვ.მ.², ტერასა კი 518 კვ.მ.² (დაგეგმილია ტერასის შემინვა). შენობის საერთო ფართი შეადგენს – 7070 კვ.მ.², აქედან შიდა ფართი შეადგენს 5092 კვ.მ., ტერასები და აივნები კი 1978 კვ.მ. შენობის საერთო მოცულობა შეადგენს 40 000 კუბ.მ. შენობა წარმოადგენს მდგრად სტრუქტურას, რომელიც შედგება ბეტონის არმირებული კოლონებისაგან, შერეული ბეტონის/ხის იატაკის ფილებისაგან და ბეტონის/ქვის კედლებისაგან.შენარჩუნებული აქვს პირვანდელი სახე, საჭიროებს ლოკალურ აღდგენით სამუშაოებს. რეკონსტრუქციის პროექტი ინარჩუნებს შენობის ძირითად ისტორიულ ფუნქციას, როგორც ფუნიკულიორის ზედა სადგურს და რესტორანს, სადაც გათვალის-წინებული იქნება თანამედროვე მოთხოვნები ფუნქციონალურ ზონირებაში. ა. სარდაფის სართული რეკონსტრუქციის პროექტი: ფუნქციონალურად რეკონსტრუქციის პროექტში გათვლისწინებულია ძირითადი სამზარეულოს განთავსება, გვირაბიდან ხდება პროდუქტების მოწოდება და მისი შენახვა შესაბამის სათავსოებში. აგრეთვე სარდაფის სართულზე განთავსებულია შენობის ოპერირების საოფისე ოთახები და მექნიკური/ელექტრო ნაწილისთვის საჭირო დამხმარე სათავსოები. სამზარეულოში მზადდება ძირითადი კერძები, რომლის მიწოდება ხდება ორი დამხმარე ლიფტით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში კიბის უჯრედით. შენობის სხვა სართულებზე აგრეთვე გათვალისწინებულია დამხმარე სამზარეულოები, რომლის ძირითადი ფუნქციაა კერძების დასრულება, სერვირება და ა.შ. დამატებით განსაზღვრულია განსაკუთრებული სტუმრებისთვის მოსასვლელი, ეგრეთწოდებული “პორტე-კოშერი” სადაც ავტოტრანსპორტით ხვდებიან გვირაბის გავლით, ხოლო შენობაში ლიფტის მეშვეობით, რომელიც განთავსებულია ძირითადი კიბის უჯრედში. ბ. პირველი სართული არსებული მდგომარეობა: როგორც მთლიანად შენობაში, ასევე პირველ სართულზე ინტერიერის ძირითადი ისტორიული ღირებულების ელემენტები, კერძოდ კოლონების კაპიტელები და ძირითადი კიბის უჯრედის მოაჯირი ნორმალურ მდგომარეობაშია და ექვემდებარება აღდგენას. ნათლად გამოკვეთილია ორნამენტის მოხაზულობა. დაზიანებები ლოკალურია და მოითხოვს მის შეკეთებას და განახლებას. რეკონსტრუქციის პროექტი: ფუნქცინალურად შენარჩუნებულია პირველი სართულის ისტორიული დატვირთვა: საბაგიროს ზედა სადგური და მისი ჰოლი. დამატებულია ორი თემატური რესტორანი, ხორცის და ცომეულის. აგრეთვე არის ზონა რომელიც განსაზღვრულია გასაქირავებლად. გ. მეორე სართული არსებული მდგომარეობა: ძირითადი დაზიანებები აღინიშნება მხოლოდ კოლონების კაპიტელებზე და ბაზებზე. რეკონსტრუქციის პროექტი: სართული ფუნქციონალურად იყოფა 4 ნაწილად, მათ შორის: 1. რესტორნის ძირითადი დარბაზი- განლაგებულია სართულის ცენტრალურ ნაწილში, რომელშიც განთავსებულია ღვინის ბარი (აივანი)- სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც ქართული, ასევე იმპორტირებული საუკეთესო ყურძნის ჯიშების ღვინო. 2. ლაუნჯ ბარი- სადაც საშუალება იქნება სხადასხვა სასმელების დაგემოვნებისა და დასვენების. 3. ფართი, სადაც გათვალისწინებულია გამყოფი ტიხრები, რომელიც საშუალებას იძლევა დარბაზი მოთხოვნისამებრ დაიყოს დამოუკიდებელ ნაწილებად და ასევე გამოყენებული იყოს მთლიანად. 4. ტერასა- ისტორიულად ყველაზე სასიამოვნო და პოპულარული ადგილი სტუმრებისთვის. აქ განთავსებული იქნება როგორც რესტორნის მაგიდები, ასევე რბილი სავარძლები. დ. მესამე სართული არსებული მდგომარეობა: სართულზე არ აღინიშნება მნიშვნელოვანი დაზიანებები როგორც მზიდ, ასევე იატაკის კონსტრუქციაში. ძირითად ისტორიულ ღირებულებას წარმოადგენს გადახურვის (პერგოლების) უნიკალური ფორმა, რომელიც საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია და მოითხოვს შეკეთებას და განახლებას. რეკონსტრუქციის პროექტი: პროექტით სართულზე გათვალისწინებულია საბანკეტო დარბაზი, სადაც ჩატარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები: ქორწილები, სამთავრობო თუ ორგანიზაციების მიერ მოწყობილი ბანკეტები. ძირითად ცვლილებებს წარმოადგენს E14 –E17 ღერძებში კოლონების მოხსნა, რის შედეგადაც ვღებულობთ ერთიან დარბაზს. სართულის მთლიანი სივრცის ასათვისებლად პროექტში გათვალისწინებულია არსებული, ღია ტერასის დროებითი შემინვა ღია ტერასის გარშემომზღუდავი მოაჯირის კონტურის შიგნით. აგრეთვე გათვალისწინებულია ღია პერგოლების თავზე დროებით მინით გადახურვა მესამე სართულის ტერასის პერიმეტრზე. ე. ფასადი არსებული მდგომარეობა: შენობის ფასადზე აღინიშნებოდა ლოკალური ბზარები, ხოლო მის ჩრდილოეთ ნაწილში 1989 წლის რეკონსტრუქციის პროექტის მიხედვით დაწყებული იყო სამშენებლო სამუშაოები. ფასადი მოითხოვდა შეკეთებას და განახლებას. რეკონსტრუქციის პროექტი: ფასადი ინარჩუნებს მის ისტორიულ სახეს, დამატებულია G20 –G21 ღერძებში გარედან მიდგმული მინის ლიფტი, რომელიც მოემსახურება მესამე სართულზე განლაგებულ საბანკეტო დარბაზს. შენობის ტექნიკურმა ნაწილმა სახურავზე განიცადა ცვლილება, კერძოდ სახურავზე მოეწყო ტექნიკური დანადგარები და საქვაბე, რაც აუცილებელია შენობის ფუნქციონირებისათვის. აღნიშნული დანადგარები არსებული სახურავის კეხის ნიშნულს ცდება 50 სმ-ით და აქედან გამომდინარე მოხდა ფასადის სილუეტის უმნიშვნელო ცვლილება, რომლის თითქმის შეუმჩნეველი აღქმა ხდება მხოლოდ მთაწმინდის პარკის მხრიდან. ჩვენს მიერ წარმოდგენილია ფასადების და სართულების გეგმების გრაფიკული სქემები და აგრეთვე ფოტომასალა, როგორც რეკონსტრუქციამდელი მდგომარეობით ასევე რეკონსტრუქციის დასრულების შემდგომი მდგომარეობით.

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია