შერეული გამოყენების მრავალფუნქციური კულტურული ცენტრი

ავტორი: ირაკლი ფანჩულიძე
ფართობი: 450000 m2
სტუდენტური პროექტი
შერეული გამოყენების მრავალფუნქციური კულტურული ცენტრი
ავტორი: ირაკლი ფანჩულიძე
ფართობი: 450000 m2

მდებარეობა: თბილისი ორთაჭალა

მოცემული ტერიტორია დაახლოებით 45 ჰექტარია. იგი ქალაქის ცენტრიდან 4კმ-ით არის მოშორებული, მდებარეობს მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. ჩრდილო-აღმოსავლეთით მას ემიჯნება მდ.მტკვარი. სამხრეთ-აღმოსავლეთიდან კი რუსთავ-თბილისის დამაკავშირებელი მაგისტრალი. აქვეა განთავსებული ორთაჭალჰესი. მოცემული ტერიტორია ვაკეა, იგი 3-4 მეტრით დაბალია ავტომაგისტრალების ნიშნულებთან მიმართებაში. ამ ტერიტორიას საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს. თვითონ სახელწოდება ორთაჭალა მეტყველებს იმის შესახებ, რომ ადრე ეს ადგილი მართლაც ჭალა იყო და მას ორი მხრიდან მდინარე მტკვრის მკლავები ეკვროდა. მოგვიანებით მოხდა მდინარე მტკვრის სანაპიროს მშენებლობა, რომელმაც მდინარე მოაქცია 60-70მ სიგანის რკინაბეტონის არხში (კალაპოტში). ასეთი გადაწყვეტის შედეგად დაიკარგა ქალაქის საზღვრებში არსებული ყველა ის ჭალა და კუნძულები, რომლითაც ასე საინტერესო იყო მდინარე მტკვრის ხეობა. მოცემული ტერიტორია წარმოადგენს პოტენციურ „პოლიგონს“ არქიტექტურული საქმიანობისთვის. აქ შესაძლებელია ისეთი თემების განვითარება რომელიც დასჭირდება ქალაქს უახლოეს მომავალში.შესაძლებლად მიმაჩნია ისტორიული ჭალის აღდგენა, იმ შემთხვევაში თუ მოხდება მდინარე მტკვრის მეორე მკლავის შემოყვანა არსებულ ტერიტორიაზე, რაც წყლის სარკეების შექმნას შეუწყობს ხელს. საჭიროდ ჩავთვალე მოცემულ ტერიტორიაზე დამეპროექტებინა შერეული გამოყენების (საქმიანი,საცხოვრებელი, სარეკრეაციო, გასართობი, კულტურული და ა.შ) მრავალფუნქციური კულტურული ცენტრი.

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია