გასართობ-დასასვენებელი კომპლექსი ლისის ტბაზე

ავტორი: თამარ გაჩეჩილაძე
სტუდენტური პროექტი
გასართობ-დასასვენებელი კომპლექსი ლისის ტბაზე
ავტორი: თამარ გაჩეჩილაძე

მდებარეობა: თბილისი, საქართველო

პროექტი წარმოადგენს გასართობ -დასასვენებელ კომპლექსს თბილისში, ლისის ტბის აღმოსავლეთი სანაპირო ზოლზე და მიზნად ისახავს ლისის ტბის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობას და მრავალფუნქციური გასართობ-დასასვენებელი ცენტრის შექმნას. პროექტი აერთიანებს სხვადასხვა გასართობ,გამაჯანსაღებელ, საკვებ ობიექტებს: 1. 5 დარბაზიანი (ორი საკონფერენციო(თითო 100 ადამიანზე) და 3 კინოდარბაზი( ერთი 400 ადამიანზე და -----ადამიანზე) ნაგებობა, რომელიც დარბაზების გარდა მოიცავს კაფეს, სათამაშო ავტომატებს, სან.კვანძებს და ადმინისტრაციულ ნაწილს. 2.გამაჯანსაღებელი ცენტრი, რომელშიც შედის ფიტნესდარბაზი, თერმული აბანოები, მშრალი და სველი მასაჟის ოთახები, კაფე, ადმინისტრაცია.3.მედიათეკა - თანამდროვე ტიპის მცირე ბიბლიოთეკა, სადაც დამატებით შესაძლებელია სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება.4.კაფე-ბარი 80 ადამიანზე. 5. სამაშველო სამსახურის და ტერიტორიის დაცვის ნაგებობა, აქვე მოთავსებული იქნება მცირე იახტკლუბი, ნავების საწყობით, სადაც მოხდება ნავებისა და კატერების გაქირავება. აგრეთვე ტერიტორიაზე მოეწყობა ჰერბარიუმი სხვადასხვა ეგზოტიკური მცენარეებით, სკეიტპარკი, 4 სპორტული მოედანი (2 ჩოგბურთის კორტი, 1 ფეხბურთის და 1 კალათბურთის მოედანი), ბავშვების სათამაშო მოედანი, საბავშვო საცურაო აუზი, ღია კაფე 50 ადამიანზე, წყლის სასრიალოები, გასახდელებითა და ღია საჩრდილობლებით მოწყობილი სანაპირო ზოლი, ორი პარკინგი, პატარა 80, ხოლო დიდი 100 ადგილით. აგრეთვე ტერიტორიაზე მოეწყობა სხვადასხვა არტ-ინსტალაციები. ძირითად საფეხმავლო გზებზე დაყრილი იქნება წითელი ქვიშა, სპორტულ მოედნებთან დაგებული იქნება ბუნებრივი ქვა, სანაპირო ზოლის გარკვეული ნაწილი მოპირკეთდება დეკით. შენობა-ნაგებობები შესრულებული იქნება პოლიკარბონატის შეკიდული ფასადებით. გამოყენებული იქნება მწვანე გადახურვა. ტერიტორიის არსებული მწვანე საფარი მაქსიმალურად იქნება შენარჩუნებული. ტერიტორიის გასანათებლად გამოყენებული იქნება ისევე როგორც ტონალური განათება, ასევე სპეციალური განათება. ტერიტორიაზე განლაგებული ძირითადი სანათები იქნება მზის ბატარეებით აღჭურვილი. ტერიტორია პირობით ზონებად იქნება დაყოფილი, ესენია: ბაღი, ფიტნესი, ტერიტორიის კონტროლი, საცურაო კომპლექსი, საბავშვო ტერიტორია, სარელაქსაციო ზონა, საკვები ობიექტების ზონა. პროექტი განვითარებადია და გულისხმობს მუდმივ განახლებას და გაფართოებას. ვფიქრობ, პროექტი ჰარმონიულად შეერწყმება ადგილობრივ ლანდშაფტს და მოცემული საპროექტო ტერიტორია უფრო მიმზიდველი გახდება მოცემული კომპლექსის ამ ადგილზე განვითარების შემთხვევაში.

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია