ალფრედ ჰიჩკოკის სახლ-მუზეუმი

ავტორი: ანუკი ბაბაკიშვილი
სტუდენტური პროექტი
ალფრედ ჰიჩკოკის სახლ-მუზეუმი
ავტორი: ანუკი ბაბაკიშვილი

მდებარეობა: ჰოლივუდი, ლოს ანჯელესი, ა.შ.შ.

პროექტი წარმოადგენს საკონკურსო შეთავაზებას, რომელიც გულისხმობს, რეჟისორ ალფრედ ჰიჩკოკის სახლ-მუზეუმის შექმნას. წინამდებარე პროექტიში მაქსიმალურად არის გათავისებული პიროვნების დამახასიათებელი თვისებები და ტემპერამენტი. ამ უკანასკნელთა გათვალისწინებით საპროექტო ტერიტორიად შეირჩა ა.შ.შ.-ს შტატი ლოს ანჟელესი, კერძოდ, ჰოლივუდი. ტერიტორია სამი მხრიდან შემოსაზგვრულია გზებით, მხოლოდ ერთ მხარეს იხსნება ხედით ქალაქზე. ის განცალკევებულია დასახლებული პუნქტიდან, მაგრამ არა მოწყვეტილი. ასეთი ადგილის შერჩევა განაპირობა პიროვნების ხასიათმა, რომელსაც აღიზიანებს ზედმეტი ინტერესი და ხიბლავს სიწყნარე. სახლმუზეუმი შედგება სამი ნაწილისაგან: პირველი ეს არის ალფრედ ჰიჩკოკის სახლი, მეორე _ მუზეუმი და მესამე _ მათი დამაკავშირებელი, ალფრედ ჰიჩკოკის სამუშაო ოთახი. სახლის კონცეპცია წარმოადგენს სცენისა და კულისების გაერთიანებას. შენობაში შესული ადამიანი პირველ რიგში აღმოჩნდება სცენაზე, სადაც განთავსებულია ,,ჩესტერფილდის" სავარძელი და კიბე. ეს ერთგვარი დეკორაცია აძლიერებს რეჟისორის ადამიანზე ზემოქმედების უნარს და გამოხატავს მის პროფესიონალურ მხარეს. ზენიტური განათება კი ამ დეკორაციას მეტ ხიბლს სძენს და რეალურ სცენას ამსგავსებს. ამ სცენის უკან იმალება კულისები. კულისებში კი გრძელდება რეჟისორის რეალური ცხოვრება, რომელიც სრულიად განსხვავებულია სცენური ცხოვრებისაგან. მუზეუმი წარმოადგენს შენობას რომელიც თავის თავში ითავსებს, როგორც კინოთეატრის ასევე მუზეუმის ფუნქციას. რეჟისორის შემოქმედებით დაინტერესებულ პირებს ეძლევათ საშუალება ნახონ მისი ფილმები ან დაათვალიერონ ჰიჩკოკის ნამუშევრების ექსპოზიცია. საექსპოზიციო ოთახების კონცეფცია მდგომარეობს იმაში, რომ ისინი აიძულებენ ვიზიტორებს შეიგრძნონ ფილმის მთავარი გმირების განცდები. საექსპოზიციო დარბაზები, თავად წარმოადგენენ ნამუშევრებს. დარბაზი #3 კინოფილმი _ ეზოში გამავალი ფანჯარა ფილმის მთავრი გმირი ფეხმოტეხილი იმყოფება სახლში და მოწყენილობას წინამდებარე შენობების ფანჯრებში თვალთვალით იქარვებს. შესაბამისად, შეიქმნა სივრცე, რომლის ყველა სიბრტყეში ფანჯარა არის გაჭრილი. მის უკან კი თქვენ ხედავთ მოძრავ პროექციას, რომელიც რეალური ცხოვრების კადრებს წარმოადგენს. ვიზიტორს საშუალება ეძლევა თვალყური ადევნოს ამ ყველაფერს ,,გარედან" ,,შიგნით". დარბაზი #5 კინოფილმი _ ჩიტები ფილმის მთავარ გმირს ჩიტები უმიზეზოდ თავს ესხმიან. შესაბამისად, დარბაზის კედლები მთლიანად დაფარულია მოძრავი პროექციით და გაფორმებულია ხმოვანი ბგერებით, რაც ქმნის ჩიტებით სავსე ოთახის ილუზიას. გრძნობა კიდევ უფრო ძლიერდება მჭახე წითელი და იისფერი ფერების ზემოქმედებით. დარბაზი #7 კინოფილმი _ თავბრუსხვევა ფილმის მთავარი გმირი იტანჯება თავბრუსხვევის სინდრომით. შესაბამისად, დარბაზში გადაადგილება ხდება ჯერ ვიწრო მაღალი დახურული სივრცით, რომელიც კონტრასტულად გადადის ღია სივრცეში, რაც ერთის მხრივ ფეხის დაცდენის შეგრძნებასაც კი ტოვებს. პროექტის მიზანია არქიტექტურას შესძინოს მეტი სიცოცხლე და გახადოს მეტად ინტერაქტიული, შეიტანოს მასში მეტი პიროვნული დამახასიათებელი ნიშან-თვისება, რათა შენობა მეტად ერწყმოდეს, როგორ მასში მაცხოვრებელს ასევე ლანდშაფტს.

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია