სამონასტრო კომპლექსი (ლისი ტბის მიმდებარე)

ავტორი: ნოდარ კვანჭიანი
სტუდენტური პროექტი
სამონასტრო კომპლექსი (ლისი ტბის მიმდებარე)
ავტორი: ნოდარ კვანჭიანი

მდებარეობა: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია

ნამუშევრის პროლოგი როდესაც სამონასტრო კომპლექსის იდეის დაპროექტება დავიწყე, შემოქმედებითი პროცესი საოცარი სიფრთხილის და აზროვნების წიაღსვლების პარადიგმად მექცა. მინდოდა დამეპროექტებინა უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე უბრალოდ შენობა და ამ მუხტით გამსჭვალული იყო მთელი გეგმარებითი პროცესი. გამომდინარე აქედან ვფიქრობ, რომ ჩემი პროექტი სიმბოლოთა ჯაჭვის ერთობად იქცა,სადაც პროცესის განვითარების შაბლონი და დასკვნითი ნოტი მთლიან მუსიკად შეიგრძნობა. ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია ურბანულ პროგრესს XXI საუკუნის დასაწყისიდან იწყებს,დღეს კი ეს პროცესი შეუქცევად გრძელდება.2013 წლის ბოლოს დასრულდა ე.წ „ლისის უბნის“ პირველი ურბანული ნაწილაკის მშენებლობა.მომავისთვის ამ პროექტის განვითარების ფარგლებში დაგეგმილია მიმდებარე ტერიტორიაზე ტაძრის მშენებლობა.ჩემი პროექტი - სამონასტრო კომპლექსი კი ამ გეგმის სტუდენტური რეპლიკაა. კომპლექსი დაპროექტებულია როგორც არქიტექტურული იდეის გამოხატულება და მის ფარგლებში მაქსიმალურადაა გათვალისწინებული ქართული მარლთმადიდებლური ტაძრის კანონიკის თვისებურებები.უშუალოდ სამლოცველოს გეგმის პროპორციები წარმოადგენს ფიტარეთის ტაძრის ანალოგს. კომპლექსს აქვს ოთხი ძირითდი განყოფილება I.საერო II.სამონაზვნო III. საერო და სამონაზვნო განყოფილებების დამაკვშირებელი მიწისვეშა კოლიდორი და IV.სამრეკლო I.საერო განყოფილებაში მოთავსებულია საკლასო,ხატწერის,ხეზე კვეთის კლასები და ბიბლიოთკა (თითოეულ ოთახს აქვს ლისის ტბის პანორამით ტკბობის საშუალება რაც გამოიხატა გახსნილი და თვისუფალი არქტექტურული გეგმარებით.) II.სამონაზვნო განყოფილების არქიტექტურა კი მკაცრი და დახურულია , აქ მოთავსებულია: კელიები და სენაკები ბერთათვის და მორჩილთთვის,სასტუმრო და სამეურნეო ოთახები და სხვა ფუნქციური ელემენტები.ამ განყოფილების ძირითადი ხედი ვაშლიჯვრის და დიღმის შორეული პანორამებით ხასათდება. III. კომპლექსის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საერო და სამონაზვნო განყოფილებების დამაკავშირებელი მიწისქვეშა დერეფანია რომელიც აუცილებელ კავშირს უზრუნველოფს კომპლექსში.ამ კოლიდორს ერთგვარად მხატვრული დატვირთვაც აქვს და სასულიერო და მიწიერი ცხოვრების კავშირის სიმბოლოა. სიმბოლოთა ჯაჭვი: ქალაქის სხვადასხვა წერტილებიდან ტაძრის გუმბათის ხედი წარმოადგენს შავ კვადრატს რომელიც ჰაერშია დაკიდული, მიწის და გუმბათის გამყოფი სივრცე კი გარდამავალ სივრცედ გვევლინება მიწიერი და ზეციური ცხოვრებისა. კომპლექსის გეგმა წარმოადგენს ჯვარს რომლის მკლავებზეც კომპლექსის განყოფფილებებია მიბმული. ქვედა და ზედა ნაწილებზე კი შესაბამისად შესასველი(მთავარი კიბე) და სამლოცველოსთან ასასვლელი პატარა კიბეებია. სიმბოლოებითაა დატვირთული კომპლქსის მთავარი კიბე, რომელიც სამი ცალი ორმოც საფეხურიანი კიბისაგან შედგება. კედლები რომელიც კიბეს გვერდებს ეკვრის მომლოცველში დამატებით ემოციას აღძრავს. კომპლექსის მთავარი ელემენტი-სამლოცველო ტაძარი წარმოადგენ ღია სივრცეს რომელსაც ბუნებასთან მაქსიმალური ემოციური და სიმბოლური კავშირი აქვს. ემოციურია ტაძრის ინტერიერიც, საიდანაც ფრესკებით მოხატული ტეხილოვანი გუმბათი და გვერდებიდან შემომავალი სინათლე გვევლინება ამასთან გუმბათიდან ჩამოდის ჯვრის ფორმის სინათლე. შიდა ეზო კი დატოვებულია სამლოცველო მსვლელობებისათვის.

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია