ხელოვნების აკადემიის შენობა

ავტორი: ნიკა ქსოვრელი
ფართობი: 4140 m2
სტუდენტური პროექტი
ხელოვნების აკადემიის შენობა
ავტორი: ნიკა ქსოვრელი
ფართობი: 4140 m2

მდებარეობა: თბილისი

პროექტის იდეაში ჩადებულია ხელოვნების აკადემიის კამპუსის მოწყობა, რომელიც ერთი უნივერსიტეტის სივრცეში გააერთიანებს სამხატვრო, ქანდაკების, ქორეოგრაფიულ, სამუსიკო და კომპიუტერული გრაფიკის დარგებს. ასევე ექნება საკუთარი საცხოვრებელი ბლოკები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. კვლევა დაიწყო მსგავსი პროექტების მოძებნით და საჭირო ფართებისა და ინფრასტრუქტურის მოძიებით. გამოვიკვლიე ლონდონის ხელოვნების აკადემია, [1] იტალიის ხელოვნების აკადემია, [2] ჩიკაგოს [3] და კალიფორნიის [4] უნივერსიტეტები და შევაჯამე მონაცემები, ფაკულტეტების და საჭირო ფართების შესახებ. აღსანიშნავია რომ კალიფორნიის უნივერსიტეტი ყველაზე მეტად წააგავს იმ იდეას რომელიც მე მაქვს ჩაფიქრებული. ამ უნივერსიტეტში გაერთიანებულია სამხატვრო, ქორეოგრაფიული, სამუსიკო, კინოსა და თეატრის ფაკულტეტები. ჩემი პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია შეიქმნას საუნივერსიტეტო კომპლექსი, რომელიც მოშორებული იქნება ქალაქის მჭიდრო დასახლებას და ექნება საკმარისი ფართი მთელი კამპუსის მოსაწყობად. ამ მოთხოვნის გათვალისწინებით საპროექტო ტერიტორიად ავარჩიე ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია. მოძიებული ინფორმაციის გარჩევის და დაჯამების შემდეგ გამოირკვა, რომ თითოეულ ფაკულტეტს სჭირდება საკუთარი აუდიტორიები, ბიბლიოთეკები და სხვა ინფრასტრუქტურა, მაგრამ ასევე შესაძლოა ისეთი ფართების გაკეთება, რომელსაც რამდენიმე ფაკულტეტი გამოიყენებს, მაგ: სამხატვრო სახელოსნო, 3დ სახელოსნო, სცენა, გალერეა და სხვ. ასეთი პროექტისთვის საჭიროა დიდი რაოდენობით ფართი, რომლის დამუშავებაც ერთი სემესტრის განმავლობაში შეუძლებელი იყო. აქედან გამომდინარე გადავწყვიტე ამომერჩია კონკრეტული მიმართულება და კამპუსის მისთვის განკუთვნილი ბლოკი დამემუშავებინა. არქიტექტურული პროექტი საპროექტო შენობად ავარჩიე პერსონაჟების დიზაინის ფაკულტეტის ბლოკი. უნდა დამემუშავებინა ისეთი შენობის პროექტი, რომელიც მოიცავდა ადმინისტრაციას, აუდიტორიებს, სახელოსნოებს, ბიბლიოთეკას, სარეკრეაციო სივრცეს, სასადილოსა და აკადემიური პერსონალის კაბინეტებს. მრავალი იდეის და მოცულობითი ფორმის განხილვის შედეგად, პროექტის ინსპირაციად აღებულია უსასრულობის სამქიმიანი სიმბოლო. ნაგებობის ფორმა თავისთავად ჰყოფს შენობას 6 ბლოკად, მაგრამ დაკავშირებულნი არიან ერთმანეთთან ისე, რომ ბლოკიდან ბლოკში სიარული უსასრულოდაა შესაძლებელი. შენობა განთავსებულია ისე, რომ ჩრდილო დასავლეთის მიმართულებიდან შენობის მხოლოდ 20% ჩანს, რაც მის 80%-ს იცავს თბილისში გაბატონებული ჩრდილო-დასავლეთის ქარებისგან. შენობის დიდი ნაწილი აწეულია მიწის ზედაპირიდან, რაც მისი განიავების საშუალებას იძლევა. ფორმის კონცეფცია საკმაოდ რთული და არასტანდარტულია, რის გამოც სნტანდარტული რკინა-ბეტონის კარკასი მოერგო მხოლოდ ერთ ბლოკს, დანარჩენებისთვის კი საჭირო გახდა სპეციალური კონსტრუქციის შემუშავება. კონსტრუქტორთან ერთად სხვადასხვა ვარიანტების განხილვის შემდეგ გადაწყდა, რომ თითო ფრთას ექნებოდა საკუთარი ფერმის ტიპის რკინის მასალით დამზადებული კონსტრუქცია, რომელიც დაეყრდნობოდა ასევე რკინის ოთხ სვეტს. 1 სართულის ბლოკებზე მოაწყობილია მწვანე გადახურვები, რომლებიც გამოიყენება როგორც ბლოკების დამაკავშირებლად და სარეკრეაციო ზონად, ასევე უზრუნველყოფს შენობის თბოიზოლაციას და იცავს მზის სხივებით გადახურებისგან. მწვანე გადახურვები ასევე მოწყობილია მეორე სართულის ბლოკებზეც, მაგრამ სარეკრეაციოდ არ გამოიყენება. მწვანე სახურავები ფილტრავს წვიმის წყალს და შესაძლებელს ხდის გამოვიყენოთ როგორც „ნაცრისფერი წყალი“ [5]. ექვსივე ბლოკის გადახურვაში განტავსებულია გამჭვირვალე მზის პანელები [6] რომლებიც უზრუნველყოფენ ინტერიერში მზის სხივის მოხვედრას და ასევე შეკრებს მზის ენერგიას. საშუალოდ დღევანდელ მზის პანელებს შეუძლიათ გამოიმუშაონ 100 დან 320 ვატამდე ენერგია. ადგილმდებარეობის და მზის ინტენსივობის გათვალისწინებით მზის პანელები სხვადასხვა მოცულობის ენერგიას გამოიმუშავებენ, რომელიც შემდგომში ტრანსფორმატორის დახმარებით გარდაიქმნება სასურველ ძაბვად და მიეწოდება მასზე შეერთებულ ელექტრულ მოწყობილობებს. ფასადი დამზადებულია სპეციალურად პროექტისთვის შექმნილი საფასადე პანელებით, რომლებიც გაფორმების გარდა, ასევე ასრულებენ საჩრდილობელის ფუნქციასაც. პარკინგი დამზადებულია ინოვაციური მზის პანელებით [7], 2006 წელს ცოლ-ქმარმა სკოტ და ჯული ბრუსაუმ წარმოადგინა რევოლუციური კონცეპტი გზა მზის პანელები, რომელიც დამზადდება გადამუშავებული ნივთიერებებისგან და გამოიმუშავებს განახლებად ენერგიას. რამოდენიმე წელში, დაფინანსების მიღების შემდეგ მათ დაამზადეს პროტოტიპი, რომელიც დაგებული იყო ბეტონის საძირკველზე, ჰექსაგონალური ფორმის პანელები აღჭურვილი იყო გათბობით რათა მოეშორებინა თოვლი და ყინული, ასევე ლედ ნათურებით და მასზე შესაძლებელია ნებისმიერი საზაო ნიშნის გამოსხვა, მათშორის პარკინგის ზოლების. პანელები არის ტყვიაგაუმტარი და აფეთქებაგამძლე, ასევე ტვირთგამძლეობა 250000 კგ-ს აღწევს. თითო ბლოკის ფართობი 690კვ.მ-ს შეადგენს, რაც ჯამში 4140კვ.მ ფართს გვაძლევს. შენობას მომუშავე პერსონალის და სტუდენტების ჩათვლით ერთდროულად 600-მდე ადამიანის დატევა შეუძლია.

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია