მდებარეობა: წერეთელის გამზირი N99-101,თბილისი
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს წერეთლის გამზირზე N99 – N101 -ში. ტერიტორია ხასიათდება საზოგადოებრივი დატვირთულობით, რაც განპირობებულია გამზირზე გამავალი არტერიული ქუჩით და მასთან მდებარე ელიავას ბაზრობით. ადგილზე ვხვდებით საბჭოთაკავშირის დროინდელ მრავალბინიან შენობებს, რომელთა დიდი ნაწილიც ამორტიზებულია, რაც საფრთხეს უქმნის ადგილობრივებს. რისკის ფაქტორებს ერთი ორად ზრდის შენობებზე განთავსებული, თვითნებურად წარმოებული მიშენებები, რომლის პროექტიც კი არ არსებობს და არავინ იცის რა პრინციპებით მიმდინარეობდა მშენებლობა. არა ერთ შენობას შევხვდებით, რომელიც ორიგინალი შენობის მოცულობა გაზრდილია 2-ჯერ მიშენებების ხარჯზე. ძირითადად ქალაქური სტილის შენობებს ვხვდებით და ყოველივე ეს ფაქტორი ქმნის გარემოს ერთობლივ სახეს, რომლის კონტექსტიც გარკვეული ხიბლის მატარებელია, მითუმეტეს იმ ადამიანთა ჯგუფისათვის რომლებმაც არ იცხოვრეს საბჭოთაკავშირის კულტურაში. თბილისი და კონკრეტულად მოცემული ლოკაცია შესანიშნავი მაგალითია იმისა თუ რა იდეოლოგიითა და სტანდარტებით ხდებოდა იმ პერიოდის არქიტექტურა და ღირებულებათა განსაზღვრა, ასევე საინტერესოა საზოგადოების დამოკიდებულება ამ ყველფრის მიმართ, რამაც გამოიწვია საცხოვრისი ფართის ზრდა და არქიტექტურის დეფორმაცია. ადამიანს აქვს ძალა უგულვებელყოს საკუთარი შეცდომა და ცუდი მხარე, მაგრამ შეუძლებელია მისი სრული გაქრობა მოცემულ შემთხვევაში საუკეთესო ვარიანტს წარმოადგენს, აღიარება შეცდომის და მისი წარმოჩენა ისე რომ მაგალითი იყოს სხვისთვის თუ რა შედეგი შეიძლება მიიღოს საკუთარმა დაუდევრობამ. პროექტის მთავარ იდეას წარმოადგენს წარსული შეცდომის შენარჩუნება მისი რეაბილიტაცია და საზოგადოებისათვის ახალი სახით მიწოდება, რაც საინტერესოა როგორც ადგილობრივთათვის ასევე ტურისტული სექტორისათვის. ასევე აღსანიშნავია ფაქტი რომ შენობებს შორის მდებარეობს კერძო ავტოფარეხები, რომელიც ასევე ერთ-ერთ ცუდ გამოცდილებად არის წარმოდგენილი ქალაქისათვის, ავტოფარეხების 80% არ ასრულებს მის ძირითად ფუნქციას და ქცეულია კომერციული დანიშნულების შენობებად. პროექტის ინტერესის სფეროს გასაფართოებლად შენობებს შორის განთავსებულია ენდემური მცენარეების სათბურები. საქართველო მდიდარია ენდემური მცენარეების ნაირსახეობით, რომელთა შესახებ საზოგადოების დიდ ნაწილს არ აქვს ინფორმაცია, მხოლოდ ღვინის 500 ზე მეტი სახეობის ენდემური ჯიში გხვდება ქართულ მიწებზე. ქართული კულტურის პოპულარიზაცია დადებითად იქნება ასახული როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო შემეცნებაში.\\\\r\\\\n\\\\r\\\\n














