ბამბუკის თაუნჰაუსი

ავტორი: გიორგი დალალიშვილი
არქიტექტურული პროექტი (შენობა, კომპლექსი)
ბამბუკის თაუნჰაუსი
ავტორი: გიორგი დალალიშვილი

მდებარეობა: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია

საქართველო გამოირჩევა ბუნების მრავალფეროვნებით, ფლორიდან გვხვდება არაერთი ენდემური სახეობა. მიუხედავად ამ დიდი რესურსისა, ქალაქები, სადაც ცივილიზაციამ და ტექნოლოგიების განვითარებამ დიდი როლი ითამაშა, დღეს ნაცრისფერია. განსაკუთრებით, დედაქალაქში. თბილისში ერთმანეთის მიჯრით აშენებულ პოსტსაბჭოურ უსახურ შენობებს ვხვდებით, რომლებიც პირდაპირ ზემოქმედებს უარყოფითად ადამიანის, როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე უარყოფითად ძირითადად იდეა დანაკლისიდან ან განცდილი დისკონფორტიდან იბადება. გადიხარ ქუჩასი, უყურებ შენობებს, რომლებსაც არანაირი ღირებულება არ გააჩნიათ, არანაირ განცდას არ გიღვიძებენ. საპროექტო ტერიტორია მდებარეობს საქართველოში, თბილისში, ლისის მიმდებარედ. მიზანი იყო ის, რომ შემექმნა საცხოვრებელი გარემორომელსაც ექნებოდა ფსიქოლოგიურად დადებითი დატვირთვა თავისი კოლორისტიკით და გამომეყენებინა ბუნებრივი მწვანე რესურსი. XXI საუკუნეში, ტექნოლოგიების სამყაროში, ადამიანები რუტინულად მუშაობენ ჩაკეტილ საოფისე სივრცეებში. სახლი კი ის ადგილია, სადაც ადამიანმა მაქსიმალური კონფორტი უნდა შეიქმნას დასვენებისთვის. townhouse ის ფასადიც, თავისი აივნებით დატვირთულია მცენარეებით, რომელთან კონტაქტიც ადამიანისთვის რელაქსაციის საშუალებას წარმოადგენს. შენობის სტრუქტურა და გამოყენებული მატერიალები, გადმოსცემს არქიტექტურის და ბუნების კოლაბორაციას, რომელიც მიღწევადია დაბალი ბიუჯეტის მქონე სტრუქტურებშიც კი.

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია