პაბი ნატახტარი

ავტორი: დაჩი პაპუაშვილი
ინტერიერი (პროექტი)
პაბი ნატახტარი
ავტორი: დაჩი პაპუაშვილი

მდებარეობა: თელავი (კახეთი)

პაბი ნატახტარი წარმოადგენს კომპანია ნატახტარის ლუდის რესტორანს, რომლის დიზაინიც შექმნილია თელავში უკვე არსებული შენობის პირველ სართულზე მდებარე სივრცის მოსაწყობად. თელავში მისი რეკონსტრუქციის შემდეგ მომატებულია უცხოელ სტუმართა რაოდენობა, რომლის გათვალისწინებითაც პაბის დიზაინის კონცეფცია გადაწყვეტილია ქართული მოტივებით. რაც ტურისტებისთვის მეტად საინტერესო და გარემოსთვის შესაბამის აურას ქმნის. ინტერიერში პაბისთვის ჩვეული სიმყუდროვეა შექმნილი, რაც მიღწეულია ხის და თიხის მასალების ზომიერი და ეფექტური კომბინაციით, ზოგადად ფერთა გამით და განათებით. დიზაინში გამოყენებულია, ქართული არქიტექტურული ფილოსოფიური დეტალი „დედა ბოძი“, დეკორატიული დანიშნულების გარდა, მის შუა გულში არსებული რკინაბეტონის სვეტით იგი ასრულებს საყრდენ ფუნქციასაც. „დედა ბოძი“ მორთულია ეთნოგრაფ ნინო ბრაილაშვილის ერთ-ერთი ჩანახატის მიხედვით. პაბის ინტერიერში „დედა ბოძს” ეამხანაგება ასევე ქართული სხვა და სხვა ორნამენტიკა, ბორჯღალოები, ქართული კერამიკის ნიმუშები, კახური ხალიჩა, გოდორი და სხვა, რაც საერთო ჯამში, ევროპულ პაბს სძენს ქართულ ხასიათს, რითიც პროექტი იძენს სამშობლოს და საინტერესოა სტუმრისთვის.

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია