ხელოვნების აკადემია

ავტორი: ნიკა, ქსოვრელი
სტუდენტური პროექტი
ხელოვნების აკადემია
ავტორი: ნიკა, ქსოვრელი

მდებარეობა: თბილისი. ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია

პროექტის იდეაში ჩადებულია ხელოვნების აკადემიის კამპუსის მოწყობა, რომელიც ერთი უნივერსიტეტის სივრცეში გააერთიანებს სამხატვრო, ქანდაკების, ქორეოგრაფიულ, სამუსიკო და კომპიუტერული გრაფიკის დარგებს. ასევე ექნება საკუთარი საცხოვრებელი ბლოკები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა.rnrnrnსაპროექტო შენობად ავარჩიე პერსონაჟების დიზაინის ფაკულტეტის ბლოკი. უნდა დამემუშავებინა ისეთი შენობის პროექტი, რომელიც მოიცავდა ადმინისტრაციას, აუდიტორიებს, სახელოსნოებს, ბიბლიოთეკას, სარეკრეაციო სივრცეს, სასადილოსა და აკადემიური პერსონალის კაბინეტებს. მრავალი იდეის და მოცულობითი ფორმის განხილვის შედეგად, პროექტის ინსპირაციად აღებულია უსასრულობის სამქიმიანი სიმბოლო.rnნაგებობის ფორმა თავისთავად ჰყოფს შენობას 6 ბლოკად, მაგრამ დაკავშირებულნი არიან ერთმანეთთან ისე, რომ ბლოკიდან ბლოკში სიარული უსასრულოდაა შესაძლებელი. შენობა განთავსებულია ისე, რომ ჩრდილო დასავლეთის მიმართულებიდან შენობის მხოლოდ 20% ჩანს, რაც მის 80%-ს იცავს თბილისში გაბატონებული ჩრდილო-დასავლეთის ქარებისგან. შენობის დიდი ნაწილი აწეულია მიწის ზედაპირიდან, რაც მისი განიავების საშუალებას იძლევა. ფორმის კონცეფცია საკმაოდ რთული და არასტანდარტულია, რის გამოც სნტანდარტული რკინა-ბეტონის კარკასი მოერგო მხოლოდ ერთ ბლოკს, დანარჩენებისთვის კი საჭირო გახდა სპეციალური კონსტრუქციის შემუშავება. კონსტრუქტორთან ერთად სხვადასხვა ვარიანტების განხილვის შემდეგ გადაწყდა, რომ თითო ფრთას ექნებოდა საკუთარი ფერმის ტიპის რკინის მასალით დამზადებული კონსტრუქცია, რომელიც დაეყრდნობოდა ასევე რკინის ოთხ სვეტს.rn1 სართულის ბლოკებზე მოაწყობილია მწვანე გადახურვები, რომლებიც გამოიყენება როგორც ბლოკების დამაკავშირებლად და სარეკრეაციო ზონად, ასევე უზრუნველყოფს შენობის თბოიზოლაციას და იცავს მზის სხივებით გადახურებისგან. მწვანე გადახურვები ასევე მოწყობილია მეორე სართულის ბლოკებზეც, მაგრამ სარეკრეაციოდ არ გამოიყენება. მწვანე სახურავები ფილტრავს წვიმის წყალს და შესაძლებელს ხდის გამოვიყენოთ როგორც „ნაცრისფერი წყალი“. ექვსივე ბლოკის გადახურვაში განტავსებულია გამჭვირვალე მზის პანელები rnრომლებიც უზრუნველყოფენ ინტერიერში მზის სხივის მოხვედრას და ასევე შეკრებს მზის ენერგიას. საშუალოდ დღევანდელ მზის პანელებს შეუძლიათ გამოიმუშაონ 100 დან 320 ვატამდე ენერგია. ადგილმდებარეობის და მზის ინტენსივობის გათვალისწინებით მზის პანელები სხვადასხვა მოცულობის ენერგიას გამოიმუშავებენ, რომელიც შემდგომში ტრანსფორმატორის დახმარებით გარდაიქმნება სასურველ ძაბვად და მიეწოდება მასზე შეერთებულ ელექტრულ მოწყობილობებს. ფასადი დამზადებულია სპეციალურად პროექტისთვის შექმნილი საფასადე პანელებით, რომლებიც გაფორმების გარდა, ასევე ასრულებენ საჩრდილობელის ფუნქციასაც. პარკინგი დამზადებულია ინოვაციური მზის პანელებით, rn2006 წელს ცოლ-ქმარმა სკოტ და ჯული ბრუსაუმ წარმოადგინა რევოლუციური კონცეპტი გზა მზის პანელები, რომელიც დამზადდება გადამუშავებული ნივთიერებებისგან და გამოიმუშავებს განახლებად ენერგიას. რამოდენიმე წელში, დაფინანსების მიღების შემდეგ მათ დაამზადეს პროტოტიპი, რომელიც დაგებული იყო ბეტონის საძირკველზე, ჰექსაგონალური ფორმის პანელები აღჭურვილი იყო გათბობით რათა მოეშორებინა თოვლი და ყინული, ასევე ლედ ნათურებით და მასზე შესაძლებელია ნებისმიერი საზაო ნიშნის გამოსხვა, მათშორის პარკინგის ზოლების. პანელები არის ტყვიაგაუმტარი და აფეთქებაგამძლე, ასევე ტვირთგამძლეობა 250000 კგ-ს აღწევს.rnrn გეგმარება და ინტერიერი მოწყობილია ნეფერტის და ჰერმან-მილერის სტანდარტების გათვალისწინებით. თითო ბლოკის ფართობი 690კვ.მ-ს შეადგენს, რაც ჯამში 4140კვ.მ ფართს გვაძლევს. შენობას მომუშავე პერსონალის და სტუდენტების ჩათვლით ერთდროულად 600-მდე ადამიანის დატევა შეუძლია.rn

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია