ჩარჩო გეგმა რეხის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიისთვის

ავტორი: გიორგი ცაგარელი
ფართობი: 57609 m2
ქალაქგეგმარებითი პროექტი
ჩარჩო გეგმა რეხის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიისთვის
ავტორი: გიორგი ცაგარელი
ფართობი: 57609 m2

მდებარეობა: თბილისი

1 (2 კოტეჯი), 2 (11 კოტეჯი), 3 (12 კოტეჯი), 4 (7 კოტეჯი), 5 (8 კოტეჯი) საცხოვრებელი ზონებისთვის დადგენილი კოეფიციენტია K1 0.27 და ჯამში შეადგენს 40 კოტეჯს. რეხის III ქუჩის განაშენიანების მსგავსად საცხოვრებელი ზონა-6 4-5 სართულიანი კორპუსებით არის გაშენებული რითაც სრულდება მოცემული კომპლექსის განაშენიანება ხუდადოვის ქუჩისკენ ორი ერთმანეთის მიმართ პარალელური ქუჩებით.rnსაცხოვრებელი კოტეჯები როგორც ერთმანეთისგან ისე ქუჩის მიმართ გამიჯნულია მწვანე კედლებით (მცენარეული) და დეკორატიული ბუჩქნარით. საცხოვრებელ ზონა 6 -ს მოზდევს ადმინისტრაციული და საზოგადოებრივი ნაგებობები რაც სრულდება კომერციული და სპორტული გამაჯანსაღებელი სექტორებით. სპორტულ და სარეკრეაციო ზონებს ყოფს რეხის I ქუჩის შესახვევი, რომელიც განსაზღვრულ ტერიტორიაზე შემოსვლისას ხდება საფეხმავლო. ჩეჩელაშვილის ქუჩიდან შემომავალ გზას ასრულებს მრავალფუნქციური კომპლექსი დადგენილი კოეფიციენტით K1 0.7. კომპლექსში მოიაზრება ოფისები, მედიათეკა, კვების ობიექტები ასევე კომერციული ფართები. ადმინისტრაციულ შენობას რეხის I ქუჩის შესახვევის მხარეს და მრავალფუნქციურ შენობებს ჩეჩელაშვილის ქუჩიდან შემომავალ გზასთან აკრავს ავტოსადგომები, 1250 კვ.მ. და 1125 კვ.მ. რეხის III ქუჩის შემოსახვევის მხრიდან კეთდება კვანძი სადაც იკრიბება რეხის II და I ქუჩა ასევე საპროექტო ტერიტორიებიდან გამომავალი რამდენიმე ქუჩა. აღნიშნულ ტერიტორიას გასდევს ჩეჩელაშვილის ქუჩიდან შემომავალი მთავარი ქუჩა, რომელიც უერთდება ხუდადოვის ქუჩას. აქედან გამომდინარე დასავლეთით გამავალი ქუჩა უკავშირდება მარცხნივ სადგურის მიმდებარე ტერიტორიას და მარჯვნივ თბილისის ზღვას, ხოლო აღმოსავლეთით გამავალი - მარჯვნივ ვორონცოვის მიმდებარე და მარცხნივ თბილისის ზღვის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიებს.

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია