ქ.თბილისიდან რკინიგზის მაგისტრალური ხაზის გადატანის შედეგად გამოთავისუფლებული ტერიტორიის ქალაქგეგმარებითი კონცეფცია

ავტორი: გიორგი ვარდანაშვილი
ფართობი: 104 m2
ქალაქგეგმარებითი პროექტი
ქ.თბილისიდან რკინიგზის მაგისტრალური ხაზის გადატანის შედეგად გამოთავისუფლებული ტერიტორიის ქალაქგეგმარებითი კონცეფცია
ავტორი: გიორგი ვარდანაშვილი
ფართობი: 104 m2

მდებარეობა: თბილისი, საქართველო

როგორც მოქმედი (2009 წლის) ასევე ახლად დამუშავებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით გათვალისწინებულია თბილისის ცენტრალური ნაწილის შემოვლითი ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა და დიბუბისა და სამგორის სადგურების მოდერნიზება ჩიხურ სადგურებად. პროექტი გულისხმობს დიდუბისა და სამგორის სადგურებს შორის მდებარე მონაკვეთზე არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დემონტაჟს, რაც საერთო ჯამში 112 ჰა. მიწის ნაკვეთს გამოათავისუფლებს. საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ასრებული დიდუბის სადგურსა და თბილისის ცენტრალურ სადგურებს შორის. აღნიშნული მონაკვეთის ფართობი შეადგენს 104 ჰა.\r\nაღნიშნული ტერიტორია მაღალი ურბანული ღირებულებისაა. მისი დღევანდელი სახით არსებობა ზღუდავს ქალაქის განვითარების პოტენციალს. გამოთავისუფლებული ტერიტორიის რეკონსტრუქციის და ურბანული განვითარების პროექტი გულისხმობს: \r\n1. დიდუბის რკინიგზის საგურიდან სამგორის რკინიგზის სადგურამდე არსებული რკინიგზის სატრანზიტო მაგისტრალის დემონტაჟს და მის ნაცვლად თანამედროვე, ელ-ტრანსპორტის, მათ შორის ტრამვაის ხაზის განვითარებას.\r\n2. ახალი სატრანსპორტო კავშირების შექმნას ტერიტორიის მიმდებარედ არსებულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან შერწყმით.\r\n3. გამოთავისუფლებული ტერიტორიის 50 პროცენტის განაშენიანებას და დარჩენილი 50 პროცენტის კულტურულ სარეკრეაციო ზონად გადაქცევას.\r\nსაპროექტო ტერიტორია იძლევა საშუალებას, რომ ქალაქის ცენტრში შეიქმნას განვითარებული საზოგადოებრივი მრავალფუნქციური კულტურულ-სარეკრეაციო ზონა, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქის როგორც ეკოლოგიურ მდგომარეობას, ასევე მის კულტურულ სტატუსს. მრავალფუნქციური სარეკრეაციო ზონა შედგება:\r\n1. სპორტულ გამაჯანსაღებელი ობიექტები.\r\n2. კულტურის ცენტრი.\r\n3. კვების ობიექტები.\r\n4. მრავალფუნქციური ღია და დახურული პავილიონები.\r\nსაპროექტო ტერიტორიის გეგმარება განხორციელდა ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების მიხედვით.\r\nწარმოდგენილი გეგმარებითი კარკასი ასახავს დღევანდელ კანონმდებლობაზე დაყრდნობით შექმნილ მაქსიმალურ განაშენიანების ვარიანტს.\r\n\r\n

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია