მდებარეობა: საქართველო
პროექტზე მუშაობა საკმაოდ საინტერესოდ და ნაყოფიერად განვითარდა. რთულ გამოწვევებს აბალანსებდა საპროექტო ჯგუფისა და დამკვეთის გუნდური მუშაობა. პროექტის რეალიზება დაიწყო 2021 წლის პირველ სექტემბერს. პროექტირებისას გაწერილი ეტაპების მიხედვით დაიგეგმა სამშენებლო სამუშაოები და თავდაპირველად ხორცი შეესხა მთლიანად რკინა ბეტონის მონოლითური სტრუქტურისგან შექმნილ ავტოსადგომს. რომელიც გარდა ავტოსადგომისა მოიცავს და აერთიანებს დახურულ აუზს, ლაუნჯსა და ღია მოსასვენებელ სივრცეს. შემდეგ იყო ექსტერიერისა და ინტერიერის გარდაქმნა რომელიც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა. მშენებლობის პროცესში გარდა გეგმარებითი, სტილისტური გადააზრებისა დიდი ყურადღება დაეთმო სახლის საინჟინრო და ტექნიკურ ნაწილს, პროცესში ჩართული იყო არაერთი წარმატებული ინჟინერი და შესაბამისი პროფილის კომპანია. საკმაოდ ხანგრძლივი საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შედეგად მვიღეთ, ერთ პროექტად წარმოდგენილი ორი ობიექტი, რომელთა არქიტექტურა სტილი, შესრულებისა და დამუშავების ტექნიკა ფუნდამენტურად განსხვავდება ერთმანეთისგან მაგრამ ერთ სივრცეში ჰარმონიულად თანაარსებობენ. ერთის მხრივ ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლი, თანამედროვე უმაღლესი კლასის ინტერიერისა და ექსტერიერის მასალებით შესრულებული.