ავეჯის დიზაინი(რეალიზებული)
ავეჯის სერია 1010
მდებარეობა: თბილისი
“Less is more” — დიზაინის ფილოსოფია, რომელიც ამ კოლექციაში საკუთარ სახეს იპოვებს. საწერი მაგიდა, სკამი და სანათი შექმნილია მინიმალიზმის პრინციპზე დაყრდნობით, სადაც თითოეულ ხაზსა და ფორმას აქვს საკუთარი მნიშვნელობა. აქ არ არის ზედმეტი დეტალი — მხოლოდ სისუფთავე, სტრუქტურა და ატმოსფერო. მწვანე ფერი კოლექციას სძენს ენერგიასა და სიღრმეს, ხოლო მკაფიო გეომეტრია ხაზს უსვამს სისუფთავესა და ფუნქციონალს. სანათი იქცევა როგორც სიმშვიდის წყაროდ, ისე სივრცის ცენტრის ნიშნულად. ეს კოლექცია გამოხატავს სივრცისადმი სიფრთხილეს და ადამიანის საჭიროებაზე ფოკუსს — შექმნას გარემო, სადაც ნივთები არ აწვება ინტერიერს, არამედ აძლევენ მას სუნთქვის შესაძლებლობას.