მუხიანის ტაძარი

ავტორი: ვლადიმერ გაი
ფართობი: 1500 m2
საკულტო ნაგებობები (კონკურსგარეშე მონაწილე)
მუხიანის ტაძარი
ავტორი: ვლადიმერ გაი
ფართობი: 1500 m2

მდებარეობა: მუხიანი

მუხიანის სამი მღვდელმთავრის ტაძრის პროექტის განმარტებითი წერილი პირველ ეტაპზე მივიღეთ დაკვეთა ტაძრის, რომელიც იქნებოდა დარბაზული და დიდი მასშტაბის, რადგან მასში ბევრი მლოცველი დატეულიყო. დავიწყე მუშაობა დავადგინეთ ტაძრის გაბარიტები და დავხაზეთ ტიპიური ქართული დარბაზული ეკლესია გარე ზომებით 20*12 და სიმაღლე 15მ. დასავლეთით ჰქონდა სტოა ხოლო აღმოსავლეთით ნახევრად გამოშვერილი საკურთხეველი მივიღეთ საკმაოდ მოზრდილი დარმაზი დიდი სარკმლებით გადახურული ნახევარწრიული თაღით. ეს ერთი მძიმე ფიგურა უნდა დაგვესვა მიწაზე და მოგვერთო ქართული ელემენტებით. ერთი შეხედვით არცთუ ისე ულამაზო იყო მაგრამ იდო მძიმე სტატიკური ფიგურა რომელშიც სიახლეს არაფერი წარმოადგენდა. გარდა მკვეთრად გაზრდილი ზომებისა. ჩვენ კი ვიცით რომ ქართული ხუროთმოძრვრება მუდმივად ვითარდებოდა იყო მრავალი ექსპერიმენტი და შენდებოდა ტაძრები რომლითაც დღეს ჩვენ ვამაყობთ. თუ გადავხედავთ მსოფლიო ხუროთმოძრვრებას რაც კი საუკეთესო მიღწევა ჰქონდა მშენებლობაში იყენებდნენ საკულტო ნაგებობებში, საქართველოშიც ასე იყო. დღეისთვის შემორჩენილი უძველესი ძეგლის ჭერემის კვადრატიდან მოყოლებული ქართული საკულტო ხუროთმოძრვრებაც ვითარდებოდა, მიჰყვებოდა მსოფლიო არქიტექტურას, ხანდახან წინაც უსწრებდა, მაგრამ ყოველთვის ინარჩუნებდა თავისებურობას ყველა ტაძარი შექმნილი იყო ზუსტად იმ ადგილისთვის რომელზეც ის უნდა აშენებულიყო და ვუყურებთ რა მათ გვრჩება შთაბეჭდილება რომ ეს არა ადამიანის არამედ ღმერთის შექმნილი ბუნების ნაწილია, მთავარი თავისებურება კი ჩვენი ტაძრების პროპორციებშია ქართული ტაძარი დგას მიწაზე და თავისი ფორმით მლოცველი მიჰყავს ზეცისაკენ. ისტორიის მანძილზე თუ არ ჩავთვლით ბოლო საუკუნეებს ტაძრის არქიტექტურის მიხედვით შეგვიძლია გავიგოთ ქვეყნის ფიზიკური მდგომარეობა და ხალხის ხასიათი. ძირითადი სტრუქტურა მიდიოდა ყოველთვის გამარტივებისკენ ,თუმცა იყო გართულების შემთხვევები მაგრამ ეს რთული სტრუქტურა აღარ მეორდებოდა. ასევე სულიერებასთან ძალიან ახლოს იყო შიდა სივრცე. აღსანიშნავია რომ თითქმის ყველა ქართული ძეგლი დგას და არ დევს მიწაზე. გავაანალიზე ჩვენი პროექტი და დამკვეთის მოთხოვნები , თითქოს ყველაფერი შესრულებული იყო. მაგრამ მაფიქრებდა ის მძიმე ფიგურა რომელიც ჩვენ მივიღეთ, მცირე დარბაზული ეკლესიის მაშტაბის მკვეთრად გაზრდით, ფიგურა თითქოს პროპორციულად ზუსტად იყო გაზრდილი მაგრამ კარგავდა ჩემი აზრით მთავარს ზეცისკენ მისწაფებულობას. ასევე მაფიქრებდა ყალბი სივრცე რომელიც თაღსა და გადახურვას შორის გვრჩებოდა. ვერიდებოდი შეცვლას რადგან რთული იყო ამ მოცემულობით სხვა პროპორციების მიღება. მაგრამ მაინც ვცადე მინდოდა როგორღაც მიმეღო 20*12 ზე დარბაზული ტაძარი დასავლეთით სტოით ხოლო აღმოსავლეთით შვერილი საკურტხევლით მოვსენი მეორე გადახურვა და დავტოვე თაღი რომლითაც დახურულია დარბაზი და სახურავზე კოლონების მწკრივების ადგილას დავამაგრე ქართული დარბაზული ტაძრის ჭრილის დეტალები თითოეული დასავლეთიდან აღმოსავლეთსკენ 50 სანტიმეტრით სიმაღლეში მცირდება ეს გვაძლევს ეფექტს ტაძრის შეხედვისას აღმოსავლეთიდან ჩვენ ის უფრო მაღალი მოგვეჩვენება ხოლო დასავლეთიდან მეტად გრძელი, ჭრილების ჩრდილი კი ბაზილიკების ანარეკლებს გვისახავს მიწაზე გადახურვის ამ ცვლილებამ ტაძარი მსუბუქი გახადა და ასევე ის უკვე დგას, მიისწრაფის ზეცისკენ. შესასვლელ კარებებთან მდებარე მინის შეფიცრული თაღებით შევიტანე თანამედროვე მასალა, ფიცრების ნახვრეტებიდან შესული სინათლე კი მისტიურად გაანათებს ტაძარს. ამ მცირე ცვლილებამ შექმნა ქართული ტაძარი რომელიც ახლოა დღევანდელ ტექნოლოგიებთან დაიტევს დიდ მრევლს და დაამშვენებს მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიას.

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია