მდებარეობა: კახეთი
სკიტი საექსპლუატაციოდ განკუთვნილია ერთ პერსონაზე. მასში ცხოვრება შესაძლებელი იქნება როგორც სასულიერო, ისე საერო პირისთვის. სრული კომფორტია შექმნილი ხანგრძლივი პერიოდით საცხოვრებლად, თუმცა შეიძლება გვევლინებოდეს ხანმოკლე პერიოდებით განსამარტოვებლად (მაგალითად: მარხვის პერიოდში, სამეცნიერო თუ მთარგმნელობითი მუშაობისას, ხატის წერისას და ა.შ.) ნაგებობა წარმოადგენს თბოიზოლაციით დათბუნებულ და ხით შემოსილ რკინის კონსტრუქციას, რომელიც წინასწარ სათანადოდ დამზადებული დეტალებით იწყობა ხელით, რის გამოც მისი მშენებლობა შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერ ლანშაფტურ გარემოში. სკიტი ბოლომდე ენერგო დამოუკიდებელი ნაგებობაა, რომელიც ყოველგვარ საჭირო ენერგიას გამოიმუშავებს მზისგან და აგროვებს წვიმის წყალს, არ საჭიროებს არავითარ დამატებით ენერგიის წყაროებს და კომუნიკაციებს, არც ასაშენებლად და არც საექსპლუატაციოდ. სკიტში გამოყოფილია ადამიანისთვის სხვა და სხვა საჭიროების ზონები. მე-3-ე დონეზე ერთ სივრცეში კომპაქტურად და ეფექტურად არის განთავსებული საძინებელი, კაბინეტი, სამზარეულო და სასადილო (12კვ.მ.), მე-4-ე დონეზე ავდივართ სალოცავ ოთახში (4კვ.მ.) რომლიდანაც გავდივართ ტერასაზე. მე-2-ე დონეზე განთავსებულია ბიო ტუალეტი და შხაპი, პირველ დონეზე სათავსო, რომელშიც ინახება მზის ენერგიის დამაგროვებელი აკუმულატორები, წვიმის წყლის რეზერვუარი და საკვები თუ საყოფაცხოვრებო მარაგი.













