შატო მუხრანის ლანდშაფტური კომპლექსის განხორციელებული ბაღები

ავტორი: ნინო შენგელია, ფარნა მარღანია
ფართობი: 2600 m2
ლანდშაფტური არქიტექტურა (რეალიზებული)
შატო მუხრანის ლანდშაფტური კომპლექსის განხორციელებული ბაღები
ავტორი: ნინო შენგელია, ფარნა მარღანია
ფართობი: 2600 m2

მდებარეობა: მუხრანი

შატო მუხრანის ლანდშაფტური კომპლექსი აერთიანებს რამოდენიმე ჩვენს მიერ უკვე რეალიზებულ ბაღს, ამავე დროს ჩენი კომპანია აგრძელებს მუშაობას ტერიტორიის ლანდშაფტის განვითარებაზე. კომპლექსის ფარგლებში განხორციელებული ფრაგმენტები :1) ფრანგული ბაღი-ბოსტანი; 2) ვარდების ბაღი; 3) ე.წ ტენტის ბაღი ბაღების საერთო ფართი: 2600 მ2 1. „ფრანგული ბოსტანი“, რომელიც შევქმენით შატო მუხრანში, ივანე მუხრან- ბატონის მეუღლის, ნინო დადიანის პატივისცემას და ხსოვნას მიეძღვნა. ახალი ბოსტანი, მის მიერ ჩაფიქრებული ბაღის ჩვენეული ინტერპრეტაციაა, ვინაიდან არ ვიცით როგორ გამოიყურებოდა იგი. მას ფრანგული რეგულარული ბაღის სქემა დავუდთ საფუძველში, რომლის გეომეტრია არსებული ნეკერჩხლის გარშემო განვითარდა. ბოსტნეულის გარდა აქ ბევრი მოყვავილე მცენარეა, რომელიც დეკორატიულია და ამასთან ართად დამცავ ფუნქციას ასრულებს, რადგან აფრთხობს მავნე და იზიდავს სასარგებლო მწერებს. სილამაზის და პრაქტიკულობოს დელიკატური ბალანსი ბაღის დიზაინში. 2. ვარდების ბაღი წარმოადგენს ფრანგული ბაღების გეომეტრიული დიზაინის განუყოფელ ნაწილს, რომელიც განლაგებულია ფრანგული ბოსტნის ძირითად ღერძზე, როგორც ერთიანი გრაფიკული სისტემის ლოგიკური გაგრძელება. აქცენტის სახით ამ ორ ბაღს აერთიანებს ტირიფის Hakuro nishikis გამოყენება. ამ ბაღისთვის ავირჩიეთ ცნობილი ინგლისური ბრენდის David Austin ის სხვადასხვა ჯიშის ვარდი 3. ე.წ. ტენტის ბაღი შატო მუხრანის ტერიტორიის ლანდშაფტური განვითარების ნაწილია. ეს პატარა ბაღი, რომელიც მდებარეობს ტენტის რესტორნის ახლოს წარმოადგენს ნატურალისტური ბაღის ახალ ხედვას. ახალი ტალღის ლანდშაფტის სტილმა, რომელიც ჰოლანდიაში შეიქმნა მსოფლიოში ცნობილი ლანდშაფტის არქიტექტორის პიტ უდოლფის მიერ, ჩვენს დიზაინში უნიკალური, ჩვენებური ინტერპრეტაცია წარმოადგინა. დამკვეთი-შატო მუხრანი.

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია