სასტუმრო ibis Styles Old Tbilisi

ფართობი: 2706 m2
რესტავრაცია-რეკონსტრუქცია (რეალიზებული)*
სასტუმრო ibis Styles Old Tbilisi
ფართობი: 2706 m2

მდებარეობა: კოტე აფხაზის 39

არსებული შენობა თბილისის ერთ-ერთ ძველ „ზემო კალას“ ისტორიულ უბანში მდებარეობს. ერთ დროს ყოფილი სომხური ბაზრის, ამჟამად კოტე აფხაზის (ყოფ. ლესელიძის) ქუჩაზე. შენობა XIX საუკუნის II ნახევრის თბილისის არქიტექტურის სახასიათო ნიმუშია. სასტუმრო Ibis Styles ძველი თბილისის პროექტზე მუშაობისას არქიტექტორის მთავარ ამოაცანას შენობის ავთენტური სახის შენარჩუნება და მასში სასტუმროს ფუნქციის შეტანა წარმოადგენდა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფასადის პირვანდელი სახის დაბრუნებას, არქიტექტურული დეტალების აღდგენას და თბილისური აივნის ელემენტების შენარჩუნებას. სრულად განახლდა და პირვალდელ სახეს დაუბრუნდა ლითონის ხვეული კიბე ტრადიციული სხმული მოაჯირით. ასევე დამზადდა სადარბაზოს კარის ავთენტური ასლი, რომელიც კვლავ ძველ ადგილას განთავსდა და ახალი სიცოცხლე შეიძინა. შიდა ეზოში განთავსებული ხელით შესრულებული ფერადი შუშაბანდები ძველი თბილისისთვის დამახასიათებელ ატმოსფეროს ინარჩუნებს და ხაზს უსვამს შენობის კულტურულ ღირებულებას. ახალ შენობაში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა აივნებზე, რომლებიც არა მხოლოდ არქიტექტურულ შტრიხს წარმოადგენს, არამედ სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს დატკბნენ ძველი თბილისის უნიკალური ხედებით. განახლებული ობიექტი ერთდროულად აერთიანებს ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას და თანამედროვე სასტუმროს სტანდარტებს, რითაც იქცა ძველი თბილისის ურბანული ქსოვილის ორგანულ ნაწილად.

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია