მდებარეობა: თბილისი, საქართველო
26 კომისრის რაიონში, მოსკოვის გამზირზე, ქ. თბილისის ერთ-ერთ სამრეწველო ნაწილში, ნავთლუხში (სამგორი), ყოფილმა საწარმომ კერამიკულმა კომბინატმა ახალი სიცოცხლე, დამოუკიდებელი იდენტობა შეიძინა. თავისი მრავალფეროვანი ფუნქციონალურობით კომბინატის განახლებული სივრცე შეუწყობს საზოგადოების კულტურულ და შემოქმედებით განვითარებას: კომპლექსში არსებული საგამოფენო სივრცე უმასპინძლებს კულტურულ ღონისძიებებს. საკონფერენციო დარბაზებში ჩატარდება სემინარები, ღია საერთო სივრცეებში, კერძო ოფისებში ან ერთობლივი შეხვედრების ოთახებში გაიმართება სხვადასხვა სამუშაო პროცესები. წიგნის მაღაზია სტუმრებს შესთავაზებს ფართო ლიტერატურულ არჩევანს და უზრუნველყოფს პლატფორმას ლიტერატურული ღონისძიებებისთვის. კომბინატში განთავსებული კაფე მოემსახურება როგორც საერთო სამუშაო სივრცეს, ისე ამ უნიკალური გარემოს დამთვალიერებლებს, ჰოსტელი კი სტუმრებისთვის კომფორტულ საცხოვრებელს უზრუნველყოფს.






















