მდებარეობა: რუსთავი, საქართველო
რუსთავში მე-12 მიკრორაიონში, რაგბის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტის სასახლე აშენდა. ეს არის მრავალფუნქციური სპორტული ცენტრი სპორტის ოლიმპიური სახეობებისთვის. სპორტულ კომპლექსში გათვალიწინებულია დარბაზის მენეჯმენტისთვის საჭირო სამუშაოთა წარმოება შეზღუდვების გარეშე, კერძოდ: შესაძლებელია ყველა მასში შემავალი სხვადასხვა ბლოკის ცალ-ცალკე დამოუკიდებელი ფუნქციონირება. დეტალური პროექტით გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შენობის ადაპტაციის ღონისძიებები, ასევე საერთაშორისო ფედერაციების სტანდარტები დარბაზში მაყურებელთა დასაჯდომი ტრიბუნებისთვის (მათ შორის ოფიციალური ტექნიკური პერსონალის განთავსების ადგილი), სპორტსმენთა, მწვრთნელთა და მსაჯთა გასახდელებისა და სველი წერტილებისთვის საჭირო სივრცეები, კვების ობიექტებისთვის საჭირო ნორმები, მაყურებელთა განტვირთვის სქემები და სხვა. ასევე პროექტში გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილების (ტექნიკური რეგლამენტის ,,შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე) მოთხოვნები.