სტუდიო ლიბერთი

ფართობი: 830 m2
საზოგადოებრივი ინტერიერი (რეალიზებული)*
სტუდიო ლიბერთი
ფართობი: 830 m2

მდებარეობა: თბილისი, საქართველო

სტუდიო Liberty-ის ინტერიერის კონცეფცია სრულად მომხმარებლის გამოცდილებაზეა აგებული — იგი თანაბრად ითვალისწინებს დამკვეთის გემოვნებასა და დიზაინერის ხედვას. შედეგად შეიქმნა სივრცე, სადაც მკაფიო ზონირება, ავეჯი, განათება და გრაფიკული ელემენტების ხასიათი ერთმანეთთან ჰარმონიულადაა შერწყმული. პროექტი თანამედროვე, თამამ ფორმებზე და ფუნქციურ გადაწყვეტებზე დაყრდნობით აშკარად გადის საბანკო სივრცის ტრადიციული ჩარჩოებიდან. დიზაინ დავალების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო სივრცის ფორმირება ბიზნესისა და პირადი საჭიროებების გადაკვეთის წერტილზე. ამოცანა იყო შექმნილიყო გარემო, რომელიც ერთნაირად კომფორტული იქნებოდა, როგორც იმ მომხმარებლებისთვის, ვინც მოდის საქმიანი მიზნებით — შეხვედრებისთვის, სამუშაოდ ან სერვისის მისაღებად, ისე მათთვის, ვინც სივრცეს იყენებს პირადი ან ინდივიდუალური საჭიროებებისთვის — მიუხედავად იმისა, დაკავშირებულია ეს ბანკთან თუ არა. ვიზუალური აქცენტები — იქნება ეს ფერის კონტრასტი, ტექსტურათა მონაცვლეობა თუ განათების სცენური განაწილება — ქმნის გარემოს, რომელიც ერთდროულად მოსახერხებელია, ენერგიული და გამორჩეულად დასამახსოვრებელი. სივრცეში გათვალისწინებულია როგორც მომხმარებლის მშვიდი ინტეგრაცია, ისე თანამშრომელთა ეფექტური გადაადგილება. ინტერიერის თითოეული ელემენტი ფუნქ ციურობასთან ერთად ატარებს ემოციურ დატვირთვას — ქმნის გამჭვირვალობას, სიმყუდროვისა და თანამედროვე ესთეტიკის ბალანსით. Studio Liberty-ს დიზაინი მკაფიოდ გამოხატავს ახალ ინ ტერპრეტაციას საზოგადოებრივი სივრცის: ის არის ფუნქ ციური, სახასიათო და სრულად ადაპტირებული თანამედ როვე ადამიანების ყოველდღიურობისთვის.

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია