მდებარეობა: ბათუმი
დამკვეთი - იორკ თაუერსი თანამედროვე, მრავალფუნქციური, მრავალსართულიანი შენობა-კომპლექსი ბათუმში აერთიანებს სასტუმროს, სპას, საცურაო აუზს, ოფისებს და საცხოვრებელ აპარტამენტებს ორ 32-სართულიანი შენობაში, 100,000 კვ.მ. განაშენიანების ფართობზე. დაკიდებული ატრიუმი ფუნქციონალურად აკავშირებს ორ შენობას, ხოლო მისი მიწის დონიდან აწეული მდებარეობა ქმნის საჯარო სივრცეს და შიდა ეზოს პირველ სართულზე, შენობებს შორის. შენობის ფასადი ინსპირირებულია ზღვის ტალღებით და ბათუმის შემოგარენში მთების ღრუბლებით. შენობების ფორმა და მათი განლაგება ერთმანეთთან და მეზობელ შენობებთან, მაქსიმალურად ზრდის ხედებს ყველა ფასადიდან ბათუმის მჭიდროდ განლაგებულ რაიონში. ორ მაღალ-სართულიან შენობებს შორის მცირე დახრა ერთმანეთის მიმართ, საშუალებას იძლევა, რომ შეიზღუდოს პირდაპირი ხედვა თითოეულ ბლოკში განლაგებული აპარტამენტებიდან.