მდებარეობა: ქ. თბილისი, ლისის ტბის მიმდებარედ
გო-ჯუ რიუს აკადემია დაპროექტდა ქ. თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ (ს/კ 01.14.17.001.247). ტერიტორია მდებარეობს გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მიმდებარედ. ნაკვეთი ძირითადათ სწორია, დახრა აქვს არსებული საფეხმავლო გზის მხარეს. საპროექტო სპორტდარბაზის შენობა არის ორ სართულიანი, ტრადიციული იაპონური არქიტექტურის სტილში. მისი განაშენიანების ფართობია 1140კვ.მ. მაქსიმალური სიმაღლე 11.4მ სარდაფის ჩათვლით ნაგებობა აერთიანებს სამ სავარჯიშო დარბაზს (ე.წ. დოჯო), გასახდელებს და საშხაპეებს, ინსტრუქტორების და სენსეის ოთახებს, ვესტიბიულს. სარდაფის სართულზე არის ტრენაჟორების დარბაზი ცენტრის მიზანია იაპონური საბრძოლო ხელოვნების დანერგვით და სწავლებით მომავალ თაობაში (და არა მარტო მასში) აღზარდოს ჯანსაღი, საბრძოლო სულისკვეთება















