ვაჩნაძიანის ღვინის მარანი

ფართობი: 4200 m2
საზოგადოებრივი ინტერიერი (რეალიზებული)*
ვაჩნაძიანის ღვინის მარანი
ფართობი: 4200 m2

მდებარეობა: ვაჩნაძიანი, საქართველო

შენობა მდებარეობს ალაზნის ველზე - რეგიონის მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან და ტრადიციულ კერაში, კავკასიონის ქედისა და ვენახების ფონზე. ფუნქციურად, ეს არის ღვინის მარანი, რომელიც ასევე მოიცავს მცირე სასტუმროს, მისაღებ სივრცეს, საკონფერენციო დარბაზსა და რესტორანს. ინტერიერი ორგანიზებულია მთავარ, ორმაგი სიმაღლის სივრცის გარშემო. შინაარსობრივად, ეს ოთახი შუა საუკუნეების ციხესიმაგრის დარბაზს, ბუხრით, მოგვაგონებს, თუმცა ფუნქციურად იგი კომფორტულ ლობის წარმოადგენს. ამ სივრცის მეორე ცენტრალური ელემენტია კიბე, რომელიც ორგანის იერსახის გამეორებას ცდილობს; თუმცა მისი ნაწილაკოვანი, გეომეტრიული ფორმა წარმოადგენს იმავე თემის გაგრძელებას, რომელიც შენობის აღმოსავლეთ ფასადზეც გვხვდება. ინტერიერი მონოქრომულია, თუმცა რამდენიმე განსხვავებული ელემენტისგან შედგება, მათ შორის ხისა და ბათქაშის შეხამებული ტექსტურებისგან. ამასთანავე, მცირე ფერადი ჩანართების გამოყენება, რომლებიც ინტერიერის თავშეკავებულ ფერთა გამას განსაზღვრავს, ქართული ფრესკის ტრადიციით არის ნაკარნახევი. სასტუმროს ოთახებში განსაკუთრებით აღსანიშნავია ფარდებით შექმნილი ბუდუარის მსგავსი, ინტიმური ატმოსფერო.

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია