მდებარეობა: წინანდალი, კახეთი საქართველო
ობიექტი მდებარეობს წინანდალში კორპორაცია ქართული ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე - ძველ რკინიგზის სადგურთან საიდანაც წამოვიდა პროექტის კონცეფციაც. რადგან სასტუმრო ქარხნის ტერიტორიაზეა მთავარი თემა ღვინო და ყურძენია, ფერთა გამა, მასალები და დეკორი მთლიანად ამ თემატიკითაა გამსჭვალული. გამოყენებულია კორპის მასალა, ღვინისფერი კედლები და ფარდები, შეიქნა ექსკლუზიური შპალერი სპეციალურად ამ სასტუმროსთვის. მარანში კედლის მხატვრობაა, ვიტრაჟები,მეტალის და ხის დეტალები ჩვენი დიზაინით შეასრულდა. სასტუმრო გადაჰყურებს ალაზნის ველს და ბოლო და უმთავრესი შტრიხი იყო დიდი აუზი რომელზეც საბოლოოდ დავითანხმეთ დამკვეთი და სასწაული აქცენტია რამაც შეკრა მთლიანად პროექტი. ტერიტორიაზე არის ასევე სადეგუსტაციო ოტახი, უძველესი მარანი, რესტორანი, პადელის მოედანი და სხვა გასართობი სივრცეები...
















