მდებარეობა: იტალია,გოროცია
პროექტი წარმოადგენს იტალიის ქალაქ გორიციაში, სანტ-ანას რაიონის ურბანული რეგენერაციის კონცეფციას, რომლის მიზანია არსებული საზოგადოებრივი, მწვანე და სატრანსპორტო სივრცეების ერთიან, ფუნქციურ და ადამიანზე ორიენტირებულ სისტემად გარდაქმნა. კონცეფცია აერთიანებს უწყვეტ მწვანე ქსელს, უსაფრთხო საფეხმავლო და საველოსიპედო კავშირებს, მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ სივრცეებსა და განახლებულ სოციალურ ინფრასტრუქტურას. საპროექტო ტერიტორია დაყოფილია ექვს ურთიერთდაკავშირებულ ზონად, რომლებიც განსხვავებული ფუნქციებისა და ლანდშაფტური გადაწყვეტების მიუხედავად ერთიან ურბანულ სისტემას ქმნის. საბოლოო ხედვა მიმართულია უსაფრთხო, მდგრადი, ინკლუზიური და სიცოცხლით სავსე გარემოს შექმნისკენ, რომელიც აუმჯობესებს როგორც სივრცის ხარისხს, ისე ადგილობრივი საზოგადოების ყოველდღიურ გამოცდილებას














