სითიზენის მრავალფუნქციური კომპლექსი

Author: გიორგი ტვილდიანი & ოთარ სულაბერიძე
Area: 230000 m2
Architectural project (Building or Complex)
სითიზენის მრავალფუნქციური კომპლექსი
Author: გიორგი ტვილდიანი & ოთარ სულაბერიძე
Area: 230000 m2

Location: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. # 2

პროექტი მიზნად ისახავს მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას, რომელშიც გათვალისწინებულია არა მხოლოდ საცხოვრებელი არამედ კომერციული დანიშნულების მოცულობებიც და აღნიშნული სახეობის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი დამხმარე ობიექტების განვითარება. ასევე გათვალისწინებულია საპროექტო არეალში მდებარე სარეკრეაციო სივრცეების კეთილმოწყობა. კომპლექსი შედგება ოთხი ბლოკისგან, აქედან სამი შენობა რომლებიც ტერასულად არის დაგეგმარებული, განკუთვნილია მრავალბინიანი საცხვრებლი სახლებისთვის, მიწისქვედა ავტოსადგომისთვის და კომერციული სივრცეებისთვის. მაღლივი შენობა, რომელიც განთავსებულია თამარაშვილის და უნივერსიტეტის ქუჩების გადაკვეთაზე, ითვალისწინებს მიწისქვედა ავტოსადგომ გარაჟებს და საზოგადოებრივ სივრცეებს, ასევე შენობის ნაწილი რომელიც ორიენტირებულია თამარაშვილის ქუჩაზე განკუთვნილია საოფისე ფართებისთვის, ხოლო მაღლივი ნაწილები კი მრავალბინიანი საცხოვრებლისთვის. არეალის სპეციფიური გეოგრაფიული მდებარეობიდან და ფიზიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე (ხაზოვანი ზომები და გრუნტის მკვეთრი ნიშნულები), მთელი ტერიტორიის ფარგლებში, სარეკრეაციო სივრცის ყველაზე მსხვილ ერთეულად იგეგმება ტერიტორიის ცენტრალურ მხარეს განვითარებული რეკრეაციული თავშეყრის ადგილის დაგეგმარება-კეთილმოწყობა. სწორედ აღნიშნული რელიეფის გეოგრაფიული თავისებურება, ხელს უწყობს კომპლექსში, გეგმარებითი თვალსაზრისით ძალზე ეფექტური გარემოების: საცხოვრებელი სახლის მაცხოვრებლებისთვის განკუთვნილი, კეთილმოწყობილი და ძირითადად გამწვანებული საფარით დაფარული ეზოს დაგეგმარების ხელისშეწყობას, რაც ძალზე მრავალფეროვანს და დასამახსოვრებელს ხდის აღნიშნულ საპროექტო კომპლექსს. ყურადსაღებია, რომ ადგილის უნიკალური მდებარეობა, ხელს უწყობს საპროექტო არეალის კარგ ხილვადობას. აქედან გამომდინარე ძალზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სწორედ აღნიშნული სივრციდან ჩამოყალიბებული განაშენიანების განშლის კონტური თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების გასწვრივ. დამატებით იგეგმება საპროექტო კომპლექსის სრულყოფილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობა და მისი ინტეგრირება ქალაქის ქუჩათა ქსელში.

Jury authorization

Name
Password
Registration Authorization

Password recovery

Email
Recovery

Participant registration

Name
Password
Repeat password
Email
Password recovery Registration