ღვინის სამყარო სოფელ ხვანჭკარაში

ავტორი: თამარ ქსოვრელი
სტუდენტური პროექტი
ღვინის სამყარო სოფელ ხვანჭკარაში
ავტორი: თამარ ქსოვრელი

მდებარეობა: სოფ.ხვანჭკარა, რაჭა, საქართველო

პროექტის აღწერაrnrnrnღვინის სამყაროს საპროექტო ადგილს წარმოადგენს დასავლეთ საქართველო, რაჭა, სოფელი ხვანჭკარა.rnrnrnრაჭა-ლეჩხუმი მდებარეობს დასავლეთ საქართველოსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში - მდინარე რიონსა და ცხინვალის სათავეების მიმართულებით. იგი გარშემორტყმულია მთის ქედებით. საპროექტო ადგილიც სწორედ მდინარე რიონის პირას სოფელი ხვანჭკარის მოპირდაპირე ნაპირის გასწვრივ მდებარეობს. შენობა-ნაგებობის რთული საინჟინრო გადაწყვეტები ადგილობრივი რთული რელიეფიდან გამომდინარე ჩამოყალიბდა. კომპლექსი მოიცავს ორ ძირითად ობიექტს, რომლის ერთი ნაწილიც უშუალოდ ღვინის წარმოებას დაეთმობა, ხოლო მეორე დამთვარიელებლებისთვის იქნება განკუთვნილი. ორი ძირითადი შენობის იერსახე ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული და კონტრასტულია, ისინი დამოუკიდებლად წარმოადგენენ სამრეწველოსა და საზოგადოებრივ სივრცეებს, ჩვეენი მთავარი მიზანიც ამ ორი სივრცის ერთმანეთში ინტეგრირება იყო. rn rnღვინის წარმოებისთვის განკუთვნილი შენობის იერსახე თანამედროვე არქიტექტურას განეკუთვნება. შენობის ძირითადი ნაწილი შემინულია და კონსოლის სახით გადმოდის არსებულ კლდეზე, თუმცა მისი მეორე ნაწილი მთლიანად კლდეშია შეჭრილი და გარედან არ აღიქმება. საწარმო 3 დონედ იყოფა, რომელიც არსებული კდლის რელიეფს მიყვება. ყველაზე ქვედა დონეზე (ძირითადი არსებული გზიდან -20.00 -ზე) ხდება ხიდის სახით სოფელი ხვანჭკარიდან ყურძნის მოსავლის გადმოტანა და შენობის პირველ სივრცეში შეტანა, სადაც ხდება ყურძნის დაწურვა-დაწნეხვა. ყურძნის წვენი შემდგომ სივრცეებში ინაცვლებს მილების საშუალებით. შემდეგი ფუნქციური სივრცე 2 მეტრით მაღლა მდებარეობს პირველთან შედარებით, რომელიც ორ ძირითად ზონად იყოფა: 1. ევროპული სტილით ღვინის დაყენება; 2. ქართული ტრადიციული სტილით ღვინის დაყენება, რომელიც მთლიანად კლდეშია შეჭრილი(მოთხოვნილი პირობებიდან გამომდინარე). ასევე აღსანიშნავია მათ შორის გამავალი ბილიკი რომელიც დამთვარიელებლებისთვის იქნება განკუთვნილი და ვერტიკალური კონტაქტი ექნება დამთვარიელებლისთის მოწყობილ სპეციალურ სოვრცეებთან(კომპლექსის მეორე ნაწილი, რომელიც ხიდის სახით გვევლინება). ბილიკი ორივე მხრიდან შემინული იქნება, რისი საშუალებითაც დამთვარიელებელს შეეძლება ღვინის წარმოების პროცესის ხილვა ისე რომ უშუალოდ ქარხნის დარბაზში შემეთხვევით ვერ მოხვდება. შედეგად ღვინის წარმოება დაცული იქნება გარე არასასურველი ფაქტორებისა და ამავდროულად დამთვარიელებელი სრულად აღიქვამს პროცესს ღვინის წარმოებისა. ღვინო ბოლო ეტაპზე ისევ მილების საშუალებით გადაინაცვლებს, სადაც მოხდება მისი ჩამოსხმა, დაფასოება და საწარმოდან გატანა. აქ ხვდება კიდევ ერთი სატრანსპორტო გზა, რომელიც სპეციალურად ღვინის საექსპორტო მნიშვნელობით იქნება დატვირთული და დაკავშირდებული იქნება ძირითად არსებულ გზასთან(რომელიც 0.00 ნიშნულად არის პროექტში განხილული). rnrn კომპლექსის მეორე ნაწილი დამთვარიელებლებისთვის იქნება განკუთვნილი. შენობა წარმოადგენს საწარმოს(თანამედროვე სამრეწველო არქიტექტურის) კონტრასტს. იგი ტრადიციულსა და მთიანი რეგიონისთვის დამახასიათებელ ელემენტებს მოიცავს. ობიექტი ხიდის სახით გვევლინება რომელიც მსუბუქი, გახსნილი, მრავალდონიანი და მრავალფუნქციურია. შენობის ძირითად საფასადე მასალას ხე წარმოადგენს, რომელიც ვერტიკალური ერთგვარი დაჭრილი ხაზებით გახსნილ და ბუნებასთან ინტეგრირებლულ არქიტექტურას ქმნის. გახსნილი ფასადის გარდა ასევე აღსანიშნავია მინის იატაკის ელემენტების შეტანა, რომელიც დამთვარიელებელს სხვადსასხვა ეტაპზე სხვადასხვა სახითა და დოზით შეხვდება. შენობა(ხიდი) ძირითადი არსებული გზის (0.00) ნიშნულიდან - 16.00 ნიშნულზე იწყება. რომელსაც ძირითად გზასთან სპეციალურად განკუთვნილი სატრანსპორტო და საფეხმავლო გზა დააკავშირებს. ობიექტთან ასევე იქნება გათვალისწინებული სპეციალური ავტოსადგომები. შენობასთან მისული დამთვარიელებელი თავდაპირველად შენობის გადახურვაზე-ტერასაზე აღმოჩნდება, სადაც რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ შეეძლება უშუალოდ შენობაში შესვლა და კიბის უჯრედითა ან ლიფტით ქვედა დონეზე ჩანაცვლება. აღვნიშნავთ იმასაც რომ სატრანსპორტო გზის დასასრულთან და ხიდის დასაწყისთან შენობის ერთ გვერდზე ჩნდება სპეციალური კიბე, რომელიც სამზარეულოსთან იქნება დაკავშირებული და მომსახურე პერსონალისთვისა და პროდუქტების შეტანა-გატანისთვის იქნება გამოყენებული. დამთვარიელებლის შენობაში შესვლის შემდეგ იგი აღმონდება სივრცეში, სადაც განთავსებული იქნება სადეგუსტაციო დარბაზი(ღია და დახურული), ღვინის რესტორანი, ვინოთეკა, საგამოფენო სივრცეები და ღია მოსასვენებელი გამწვანებული სივრცეები. კოშკები და მცირე ხიდის სახით არსებული სივრცეები საშუალებას გვაძლევს რომ ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციების ნაწილი სხვადასხვა დონეებზე განვათავოსთ. rnხიდის დასასრულს დამთვარიელებელი გადაინაცვლებს ღია გამწვანებულ ტერასაზე საიდანაც უკვე შეეძლება კიბის უჯრედის ან ლიფტის გამოყენებით მინუს სართულზე - ღვინის წარმოების ზონაში-უშუალოდ მათთვის სპეციალურად განთავსებულ მინის დერეფანში აღმოჩენა. საწარმოს დარბაზებს შორის განთავსებული ბილიკი მთლიანად მიწის ქვეშ იქნება, რომლის გავლის შმდეგაც დამთვარიელებელს შესაძლებლობა ექნება იმავე დონეზე გარეთ გამოსვლის, სადაც სატრანსპორტო გზა და ავტოსადგომი იქნება განთავსებული ან უკან დაბრუნება.rn

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია