მრავალფუნქციური ცათამბრჯნი აკვაპარკით

ავტორი: დავითკომახიძე
ფართობი: 84 m2
სტუდენტური პროექტი
მრავალფუნქციური ცათამბრჯნი აკვაპარკით
ავტორი: დავითკომახიძე
ფართობი: 84 m2

მდებარეობა: საქართველო. ქ. ბათუმი

მოცემულ პროექტში-მრავალფუნქციური ცათამბრჯენი აკვაპარკით , ჩვენ შევეცადეთ შეგვექმნა თანამედროვე მოთხოვნების, არქიტექტურის, ტექნიკურად გამართული, ეკოლოგიური და მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა. ამ კომპლექსში გაერთიანებლია ყველა საჭირო ფუნქციური ზონები, რაც საჭიროა კომპლექსის გამართული ფუნქციონირებისათვის, ადგილობრივი მოსახლებისთვის, მომუშავე პერსონალისთვისა და ვიზიტორებისთვი მეტი კომპორტის შესაქმნელად. დაპროექტებული შენობა მოიცავს: სარეკრეაციო, დასვენების, საოფისე, სავაჭრო, საგამოფენო, კომერციული, კვების, ტურისტული დანიშნულების ფუნქციებს, რაც საშუალებას აძლევს ადამიანს შენობის დაუტოვებლად მიიღოს მისთვის საჭირო ნებისმიერი მომსახურება, ხელს უწყობს ცათამბრჯენში მცხოვრები თუ მომუშავე პერსონალის ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებასა და დროის დაზოგვას. წარმოდგენილი მრაფალფუნქციური ცათანმბრჯენი განიხილება, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც გამომუდმებით ვითარდებაა. შევეცადეთ პრეოქტირებისას გაგვეთვალისწინებინა ყველა ნიუანსი: კომპლექსამდე მისასველი, პარკირება, ტერიტორიის გამწვანება, სარეკრეაიო სივრცეები, ენერგოეფექტურობა, ტექნოლოგიური პროცესები, ბიოკლიმატური ფაქტორები, ორიენტაცია, რელიეფი, აუცილებელი სათავსები, სხვადასხვა მომსახურებების არსებობდა და ა.შ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეიქმნა, გარემო, რომელიც ჩამომსვლელ ტურისტს მისცემს ქვეყანაზე წარმოდგენა, რომელიც გახდება ქვეყნის სავიზიტო ბარათი, ადგილი სადაც ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდება სურვილი მოსვლის, შენობის დათვალიერების, სხვადასხვა მომსახურების მიღების, იქმნება ისეთი გარემო, რომ სტუმარს გაუჩნდეს კიდევ და კიდევ დაბრუნების სურვილი.rn პირველ რიგში გავითვალისწინეთ ტერიტორიის გარშემო არსებული ნაგებობები, საფეხხმავლო, სამანქანო თუ ნავსაყუდელი ყურე. რამაც განაპირობა შენობის ადგილმდებარეობა. მაქსიმალურად იქნა შენარცუნებული არსებული საფეხმავლო ბილიკები, და ზღვასთან კავშირი. კომპლექსში მისვლა შესაძლებელია როგორც სამანქანო, საჰაერო ისე წყის ტრანსპორტით. კომპლექსში ცათამბრჯენთან ერთად წარმოდგენილია ღია და დახურული აკვაპარკი. დახურული და ღია სასრიალოებითა და ბასეინებით, რომელიც გახსნილია ზღვის მხარეს. rn ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოში შექმნილი ეკოლოგიური პრობლემების ფონზე განახლებადი ენერგიების გამოყენება, მეტი გამწვანება, სარეკრეაციო სივრცეები, საფეხმავლო და ველო ბილიკები.rn შენობის ფორმის ძიების დროს მაქსიმალურად შევეცადეთ სწორი არქიტექტურული გადაყვეტა სწორი აქტიტექტურა შეგვექმნა, ვინაიდან საპრეოქტო ტერიტორია ხასიათდება ქარის ძლიერი ნაკადებით და შენობის სიმაღლიდან გამომდინარე 300მ. რომელიც ყველაზე მაღალი შენობა იქნება ბათუმში , გამომდინარე აქედან გაკეთდა შენობის დახრილი ფასადის სიბრტყეები. რამაც შენობას მისცა აეროდინამიურობა. ასევე შენობის განიავებისთვის გამოვიყენეთ ბუნებრივი განიავება. მაქსიმალურად იქნა გამოყენებული მზის ენერგია, შენობის განათებისათვის, გათბობა და გაბრილებისთვის, როგორც მზის ელემენტებით ასევე ჭკვიანი მინის დახმარებით. უდანაკარგოთ ხდება ფასადებიდან წვიმის წყლის შეგროვება სპეციალურ ავზებში, რისი გამოყენებაც ხდება სხვადასხვა მიზნებით(ირიგაცია, სველ წერტილებში და სხვა). კომპლექსის მთლიან ტერიტორიაზე დაიგო სპეციალური ტექნოლოგიის ასფალტის საფარი, რომელიც მანქანების მოძრაობით წარმოიქმენება ელექტროენერგია. მაქსიმალურად იქნა ჩატანილი მიწისქვეშ ავტოსადგომები, ავტოსადგომებთან ერთად შეთავსებულია საგამოფენო სივრცეები.rn შენობის გარე გამწვანებულ სივრცეებთან ერთად მნიშვნელოვანია შენობის შიგნით არსებული სარეკრეაციო სივრცეები. რისი საშუალებითაც ხდება შენობის ინტერიერში საინტერესო, კეთილმოწყობილი, მიმზიდველი და მყუდრო გარემოს შექმნა, სტუმრებისა და იქ მომუშავე ადამიანებისთვის, რაც დადებითად აისახება მათ განწყობასა და შრომისუნარიანობაზე.rn ზემოთ ხსენებული გადაწყვეტები მთლიან კომპლექსს ჰქმნის ეკოლოგიური არქიტექტურის ერთ-ერთ ნიმუშად ჩვენს ყვეყანაში, პირველებს ჩვენს რეგიონში და მთლიანად მსოფლიოში, სადაც გამოყენებული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიური მიდგომები. წარმოდგენილი პროექტი თავსი ინოვაციური მიდგომებითა და არქიტექტურით იქნება ქ.ბათუმის სავიზიტო ბარათი.rnrnპროექტის ხელმძღვანები:გია ნადირაძე;დავით ბოსტანაშვილი.

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია