ქ.თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი

ავტორი: დავით კომახიძე
ფართობი: 87 m2
სტუდენტური პროექტი
ქ.თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი
ავტორი: დავით კომახიძე
ფართობი: 87 m2

მდებარეობა: საქართველო. ქ.თბილისი

აეროპორტი- ეს არის საწარმო, რომელიც ახორციელებს მგზავრთა საერთაშორისო საჰაერო გადაყვანას და ტვირთების გადაზიდვას, ხოლო ტექნიკური თვალსაზრისით, წარმოადგენს ცოცხალ ორგანიზმს, საინჟინრო-ტექნიკური მოწყობილობების რთულ კომპლექს. აეროპორტი ეს არის ყველაზე დიდი საზოგადოებრივი შენობა, რაც განპირობებულია შენობის მრავალფუნქციონალურობით. აეროპორტი ეს არის პატარა ქალაქი ქალაქში.\r\n მოცემულ პროექტში- ქ.თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტი, ჩვენ შევეცადეთ შეგვექმნა თანამედროვე მოთხოვნების, არქიტექტურის, ტექნიკურად გამართული, ეკოლოგიური შენობა-ნაგებობა. ამ კომპლექსში გაერთიანებლია ყველა საჭირო ფუნქციური ზონები, რაც საჭიროა კომპლექსისი გამართული ფუნქციონირებისათვის და მოსახლებისთვის მეტი კომპორტის შესაქმნელად. დაპროექტებული შენობა, როგორც სარეკრეაციო, საოფისე, სავაჭრო, კომერციული, კვების, ტურისტული დანიშნულების ფუნქციებს, რაც საშუალებას აძლევს მგზავრს შენობის დაუტოვებლად მიიღოს მისთვის საჭირო ნებისმიერი მომსახურება, ხელს უწყობს მგზავრების ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებასა და დროის დაზოგვას. აეროპორტი განიხილება, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც გამომუდმებით ვითარდება, იზრდებ. შევეცადეთ პრეოქტირებისას გაგვეთვალისწინებინა ყველა ნიუანსი: კომპლექსამდე მისასველი, პარკირება, ტერიტორიის გამწვანება, სარეკრეაიო სივრცეები, ენერგოეფექტურობა, ტექნოლოგიური პროეცესები, ბიოკლიმატური ფაქტორები, ორიენტაცია, რელიეფი, აუცილებელი სათავსები, სხვადასხვა მომსახურებების არსებობდა და ა.შ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეიქმნა ისეთი გარემო, რომელიც ჩამომსვლელ ტურისტს მისცემს ქვეყანაზე წარმოდგენა, რომელიც გახდება ქყეყნის სავიზიტო ბარათი, ადგილი სადაც ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდება სურვილი მოსვლის, შენობის დათვალიერების, სხვადასხვა მომსახურების მიღების, იქმნება ისეთი გარემო, რომ სტუმარს გაუჩნდეს კიდევ და კიდევ დაბრუნების სურვილი.\r\n პირველ რიგში გავითვალისწინეთ კომპლექსამდე მოსასვლელი გზა, რომელიც გავაფართოვეთ და პარკირება(რომელიც დაყოფილია სხვადასხვა ზონირებად), რასაც მომხმარებელი აწყდება კომპლექსში მოსვლის დროს. რაც შეუქმნის დამატებითი კომპორტის მომუშავე პერსონალს, მომსვლელ და ჩამომსვლელ მგზავრებს , ასევე უბრალოდ ამ გზით მოსარგებლე ადამიანებს. \r\n ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოში შექმნილი ეკოლოგიური პრობლემების ფონზე განახლებადი ენერგიების გამოყენება, მეტი გამწვანება, სარეკრეაციო სივრცეები.\r\n შენობის ფორმის ძიების დროს მაქსიმალურად შევეცადეთ სწორი არქიტექტურული გადაყვეტა სწორი აქტიტექტურა შეგვექმნა, ვინაიდან საპრეოქტო ტერიტორია ხასიათდება ქარის ძლიერი ნაკადებით, გამომდინარე აქედან გაკეთდა შენობის დახრილი ფასადის სიბრტყეები და სახურავი, რამაც შენობას მისცა აეროდინამიურობა. ასევე შენობის განიავებისთვის გამოვიყენეთ ბუნებრივი განიავება. მაქსიმალურად იქნა გამოყენებული მზის ენერგია, შენობის განათებისათვის, გათბობა და გაბრილებისთვის, როგორც მზის ელემენტებით ასევე ჭკვიანი მინის დახმარებით. უდანაკარგოთ ხდება სახურავიდან წვიმის წყლის შეგროვება სპეციალურ ავზებში, რისი გამოყენებაც ხდება სხვადასხვა მიზნებით(ირიგაცია, სველ წერტილებში და სხვა). კომპლექსის მთლიან ტერიტორიაზე დაიგო სპეციალური ტექნოლოგიის ასფანლტის საფარი, რომელიც მანქანების მოძრაობით წარმოიქმენება ელექტროენერგია.\r\n შენობის გარე გამწვანებულ სივრცეებთან ერთად მნიშვნელოვანია შენობის შიგნით არსებული სარეკრეაციო სივრცეები. რისი საშუალებითაც დამატებითი მზის სხივები მოხვედრა ხდება შენობის ინტერიერში და საინტერესო, კეთილმოწყობილ, მიმზიდველ მყუდრო გარემოს ჰქმნის მგზავრების, სტუმრებისა და იქ მომუშავე ადამიანებისთვის, რაც დადებითად აისახება მათ განწყობასა და შრომისუნარიანობაზე.\r\n ზემოთ ხსენებული გადაწყვეტები მთლიან კომპლექსს ჰქმნის ეკოლოგიური არქიტექტურის ერთ-ერთ ნიმუშად ჩვენს ყვეყანაში, პირველებს ჩვენს რეგიონში და მთლიანად მსოფლიოში, სადაც გამოყენებული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიური მიდგომები.\r\n

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია