ისტორიული გალავნის არქიტექტურული მნიშვნელობის გაძლიერება - პროექტი „ბაბ დუკალა“ - სთვის

ავტორი: ანა თევზაძე | ფაბიოლა სანჯინეტო
ფართობი: 50000 m2
სტუდენტური პროექტი
ისტორიული გალავნის არქიტექტურული მნიშვნელობის გაძლიერება - პროექტი „ბაბ დუკალა“ - სთვის
ავტორი: ანა თევზაძე | ფაბიოლა სანჯინეტო
ფართობი: 50000 m2

მდებარეობა: მარაქეში, მოროკო

სამაგისტრო ნამუშევარი| მილანის პოლიტექნიკური უნივრსიტეტი| ივლისი 2018|rnიმპერიული მოროკოს ქალაქები გარშემორტყმულია გალავნით, რომელიც განსაზღვრავს და ხაზს უსვამს მის შიდა განვითარებას. მედინაში, მარაქეშის ისტორიულ ნაწილში, ღია სივრცეების პროგრესული შევსების ლოგიკით, ურბანული საცხოვრებელი ქსოვილი ძირითად შემთხვევაში მთავრდება ქალაქის გალავნის კიდეზე. ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგეს „ბაბ დუკალა“, ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ კედლის კარიბჭე. რომელიც პირდაპირ კავშირშია ამჟამინდელ ავტობუსებისა და ტაქსის სადგურთან. გალავნის გარე ნაწილთან კავშირი საკმაოდ ძლიერია და მის გარეთ იშლება უბანი, რომელიც ფრანგების მიერ კოლონიზაციის პერიოდში შეიქმნა და თარიღდება 60-70იანი წლებით. იგი მოიცავს ზემოთხსენებულ სადგურსა და წიგნების ბაზარს, მჭიდროდ დასახლებულ საცხოვრებელ შენობებსა და „შვიდი წმინდანის“ მონუმენტს. rn1. პროექტი მოიცავს „ბაბ დუკალას“ კარიბჭესათვის მონუმენტალურობის დაბრუნებას, ნახევარ კილომენტრიანი გრძივი სივრცის, გალავნის შიდა ნაწილსა და გარე ქსოვილს შორის, გაუმჯობებესებასა და განვითარებას. ამჟამად, სივრცე გამოყენებულია როგორც პარკინგი და ტრანზიტული არეა, თითქმის „არავის მიწა“ - გამოუყენებლელი და მიტოვებული, კრიმინალის მაღალი დონით. rn2. პროექტი სთავაზობს სატრანსპორტო მოძრაობის ქსელის ცვლილებას და სივრცის მნიშვნელოვანი ნაწილის ჩანაცვლებას ველო და საფეხმავლო ბილიკებით, ასევე, უკანონოდ შექმნილი პარკინგების - ღია, მოსასვენებელ სივრცეებად გადაკეთებას. მთავარი მიზანი არის გაძლიერდეს ქალაქის ამ ნაწილის უნიკალურობა - ადგილობრივი ტრადიციული ელემენტების შენარჩუნებითა და თანამედროვე ევროპული სტანდარტების სინთეზით. rn3. საპროექტო გადაწყვეტილება მოიცავს „ბაბ დუკალას“ კარიბჭის მთავარ შესასვლელთან მუზეუმის მშენებლობას, რომელიც იდეურად ეხმიანება ქალაქის ისტორიულ გალავანს. შენობა უკავშირდება არსებულ „ბაბ დუკალას“ საგამოფენო სივრცეს. მუზუმის მიწისზედა ნიშნულზე არსებული ნაწილი დაპროექტებულია ქალაქის მკაცრი არქიტექტურულ რეგულაციებთან შესაბამისობაში , რაც მოიცავს შენობის მოცულობის, სიმაღლის, ფერისა და მასალის კონტროლს. ამავდროულად ის ქალაქის ქსოვილის გაგრძელებაა და წარმოადგენს ურბანულ ბარიერს სატრანსპორტო და საფეხმავლო სივრცეებს შორს. მუზეუმი ვითარდება მიწისქვეშ 50 მეტრიანი გრძივი საგამოფენო სივრცით, რომლის ცენტრიც არის სარეკრეაციო ზონა, რაც იმეორებს ისლამური ბაღების კონცეფციას და აკავშირებს უკვე არსებულსა და ახალ შენობებს. შიდა ბაღი წარმოადგენს სინათლისა და შენობის სავენტილციო სისტემის მთავარ წყაროს. ადგილობრივი არქიტექტურული კომპოზიციური პრინციპი მდგომარეობს შენობის სარეკრეაციო ზონის ირგვლივ განვითარებაში, რაც განაპირობებს მის სრულყოფილ განათებასა და ვენტილაციას ასევე წარმოადგენს თავდაცვის საშუალებას გაუსაძლისი კლიმატური პირობებისგან. ეს მეთოდი საუკუნეების მანძილზე აპრობირებულია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ. rn4. კარიბჭისათვის მონუმენტალურობის დაბრუნების იდეით მის შესასვლელში გალავნის გარე მხრიდან კარგად გამოკვეთილი მოედანია გათვალისწინებული, რომელიც შედგება ისლამური კულტურის ელემენტებისგან, როგორიცაა გეომეტრიული ფორმები, წყალი, ღობე და სხვადასხვა ზომის მცენარეები. მოედნის პარალელურად გათვალისწინებულია მეორე მოედანი, რომელის ნიშნულიც 2 მეტრითაა დაწეული, მისი ელემენტებიც ასევე ტრადიციულიდანაა აღბული და ემსახურება იქ არსებულ წიგნების უძველეს ბაზარს.rn5. ბაბ დუკალას კარიბჭის გზის პერპენდიკულარულად იკვეთება ორი მთავარი გზა. „რუე ელ გზა“ იკითხება როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებების ქუჩა სხვადასხვა უნივერისტეტებითა თუ კოლეჯებით. პროექტი მოიცავს ამ გზის შინაარსის გაძლერებას და გამოკეთილი მიტოვებული თუ დეგრადირებული სივრცეების განვითარებას. rnხოლო ბაბ დუკალას ქუჩა ცნობილია მისი მეჩეთითა და ბაზრით - „სუკით“. პროექტში გათვალისწინებულია ამ გზის რეკვალიფიკაცია, იგი გამოხატულად წარმოადგენს მუზეუმების ღერძს, რომელიც იწყება მარაქეშის მუზეუმით და სრულდება ივ სენ ლორანის მუზეუმით. მათ ამავდროულად აერთიანებთ პროექტით გათვალისწინებული ზემოთ აღნიშნული გალავნის მუზეუმი.rnპროექტი ეხმუარება მოროკოს მეფის მიერ გამოცხადებულ კონკურსს, რომლის მთავარი მიზანია ქალაქში ტურიზმის განვითარება. მიუხედავად მისი ძლიერი პოლიტიკური თუ კულტურული ადგილმდებარეობისა, დღევანდელი მდგომარეობით მთელი ეს არეალი მნიშვნელოვნად მოუვლელი და დაუფასებელია. პროექტის არსი მდგომარეობს ქალაქის ამ ნაწილისათვის საკუთარი მნიშვნელობის დაბრუნებაში.rn

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია