სახლი სეისმიურ ზონაში

ავტორი: თამარ ნაჭყებია
ფართობი: 270 m2
არქიტექტურული პროექტი (შენობა, კომპლექსი)
სახლი სეისმიურ ზონაში
ავტორი: თამარ ნაჭყებია
ფართობი: 270 m2

მდებარეობა:

სახლი სეისმიურ ზონაში პროექტს საფუძვლად უდევს სივრცითი მოდული მდგრადი კონსტრუქციული სქემით. შენობის მოცულობით-სივრცითი სტრუქტურა ხუთი მოდულური ერთეულის კომბინაციას წარმოადგენს. შენობის საყრდენი კონსტრუქციები, განსაზღვრული კუთხით, მყარად ებჯინებიან საძირკველს და დგარულ-კოჭოვანი სისტემისგან განსხვავებით, შენობის სეისმიურ მდგრადობას განაპირობებენ. პროექტი ითვალისწინებს: ავტოფარეხებს და ტექნიკურ ფართებს ქვედა დონეზე; საცხოვრებელ ზონას (270 მ2) ღია საცურაო აუზით მეორე დონეზე. საცხოვრებელი ზონის ცენტრალური ნაწილი სახურავის კონსტრუქციაში ჩაყენებული ვიტრაჟებით არის განათებული. სასტუმრო ოთახში განთავსებული ხვეული კიბე საცხოვრებელ ზონას სახურავში მოწყობილ სტუდიასთან აკავშირებს. სახურავი წარმოადგენს გამწვანებულ ტერასას. სახურავის პერიმეტრზე განლაგებულია მზის პანელები, რომლებიც სრულად უზრუნველყოფს სახლის ენერგომომარაგებას.

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია