სკამი „დარჩი სახლში”

ავტორი: მარიკა ქურთიშვილი
ავეჯის დიზაინი (რეალიზებული)
სკამი „დარჩი სახლში”
ავტორი: მარიკა ქურთიშვილი

მდებარეობა: თბილისი, საქართველო

იდეა და კონცეფცია სკამი „დარჩი სახლში” ასახავს პერიოდს, რომელის მომსწრე გახდა მსოფლიო 2020 წლის დასაწყისში . ვირუსის გავრცელებასთან ერთად, მოვლენების უეცარმა შემობრუნებამ დაამყარა პანდემიის „დიქტატურა“, შეარყია სამყაროს დინამიკა და შეზღუდა ადამიანის თავისუფლება დიდი ხნის მანძილზე. მრავალშრიანმა პრობლემებმა, ცვლილებების აჩქარებამ (როგორც ტექნოლოგიური პროგრესის გარდაუვალი გვერდითი ეფექტი) თანდათან გააუქმა ჩვეული შეხედულებები სამყაროზე და დაამკვიდრა ცხოვრების ახალ წესი. ელექტრონული პლატფორმები, ციფრული ეკონომიკა და სახლში მიტანის სერვისები ჩაკეტილი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, რამაც გააღრმავა საზოგადოების, ისედაც დაკარგული კავშირი ფუნდამენტურ ღირებულებებთან. სმარტფონის ეკრანებზე შემოთავაზებული პროდუქტები მიტანის სერვისებით აღწევს ჩვენს სახლებში და გვაჩვევს ჩაკეტილი ცხოვრების წესს. ძალიან მალე ყველა ხვდება, რომ ახლად გაჟღერებული, პოპულარული ფრაზა, „სამყარო არასოდეს იქნება ისეთი, როგორიც ადრე“ამართლებს თავის შინაარსს. თუმცა, ეს რეალობა, ჩვენგან მოითხოვს სამყაროსთან ახალ შეთანხმებას, ახალ შემოქმედებით შესაძლებლობებს, რეორგანიზაციის უნარს, რომ დავძლიოთ კრიზისული სიტუაციები, ამ ამაღელვებელ და უპრეცედენტოდ რთულ გარემოში. სკამი „დარჩი სახლში“ პანდემიისა და კაცობრიობის შეთანხმების სიმბოლოა. მისი დიზაინი შთაგონებულია სახლში მიტანის სერვისის ატრიბუტით. იგი მოდელირებულია გახსნილი მუყაოს ყუთის შაბლონზე და იკეცება შეფუთვის საწინააღმდეგო მიმართულებით. ტანდარტული სკამის ზომები: L - 840, P - 530, H - 710 მმ. წონა 7,5 კგ.

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია