ქართული სასურსათო პროდუქტის კონცეპტუალური მაღაზია - წერტი

ავტორი: თორნიკე დადიანი - Dadiani Architects
ფართობი: 365 m2
საზოგადოებრივი ინტერიერი (რეალიზებული)
ქართული სასურსათო პროდუქტის კონცეპტუალური მაღაზია - წერტი
ავტორი: თორნიკე დადიანი - Dadiani Architects
ფართობი: 365 m2

მდებარეობა: ალ. ყაზბეგის ქუჩა 15, თბილისი, საქართველო

წერტი - ტრადიციული ქართული სასურსათო პროდუქციის ბრენდია. ბრენდის კონცეპტუალური მაღაზია მდებარეობს თბილისში, ყაზბეგის ქუჩა #15-ში. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო კონცეპტუალური მაღაზიის ინტერიერზე მუშაობა, მითუფრო, რომ დამკვეთის მხრიდან გვქონდა მაქსიმალური თავისუფლება, რაც საბოლოოშედეგზე აისახა. ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა ისეთი სასურსათო მაღაზიის კონცეფცია, როგორიც აქამდეთბილისში არ შეგვხვედრია. ასევე, თითოეული პროდუქტი, რომელიც წარმოდგენილიამაღაზიაში, მომხმარებლისთვის მაქსიმალურად თანამედროვე სახით მიგვეწოდებინა.ყველაფერი ეს ერთად – ინტერიერი, პროდუქცია და კონცეპტუალური კაფე, ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და მაღაზიის სტუმართათვის სასიამოვნო განწყობას ქმნის. „წერტი“ს მთავარი კონცეფცია არის წარმოების მაქსიმალურად გამჭვირვალე პროცესი, რაც პირდაპირ იკითხება მაღაზიის ინტერიერში მოხვედრისთანავე. მაღაზიის ყველა სტუმარს შესაძლებლობა აქვს, დააკვირდეს წარმოების სრულ ციკლს, რომელიც ინტერიერში მინის გამყოფ კედლებს მიღმა მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ინტერიერი, ერთი შეხედვით, მსუბუქი და მინიმალისტურია, გამოყენებულია არაერთი განსხვავებული ფერისა და ფაქტურის მასალა. არსებული შენობის ინტერიერში რკინა- ბეტონის მასები დატოვებულია პირვანდელი სახით. ბეტონის მონაცრისფრო ტონი იდეალურად აბალანსებს სხვადასხვა დეტალში გამოყენებულ მრავალფეროვან პალიტრას. პროექტირების პროცესში, ჩვენი მთავარი მიზანი იყო, მაღაზიის მომხმარებლებისათვის ტრადიციული პროდუქციის განსხვავებული ფორმით შეთავაზება. სწორედ ამიტომ, დახლ- მაცივრების სტანდარტული ფასადები, რომლებიც მაღაზიის ინტერიერში ერთიან უწყვეტ მასას წარმოადგენს, დაფარულია გამჭვირვალე, განათებული მინაბლოკის სტრუქტურით. პროდუქტის განსათავსებლად საჭირო ყველა თარო დამზადებულია სამშენებლო არმატურისაგან და დაფერილია სხვადასხვა ფერისა და ტონის საღებავით. პროექტზე მუშაობის პროცესში გადავწყვიტეთ არსებული მაღალჭერიანი სივრცის ორ ნაწილად დაყოფა და შევქმენით მაქსიმალურად ჰაეროვანი და მსუბუქი კონსტრუქცია, რომელზეც განთავსებულია „წერტი“ს კონცეპტუალური კაფე. ეს ორი დამოუკიდებელი სართული ერთმანეთს უკავშირდება ლითონის მასიური სპირალური კიბით, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ინტერიერის ერთერთ მთავარ ელემენტს.

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია