კუდიგორის მთა - ტერიტორიის ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალის განვითარების პროექტი

ავტორი: მაკა მაისურაძე, ლევან მოსიაშვილი, მაიზერ ბედინაშვილი
ფართობი: 35180 m2
სტუდენტური პროექტი
კუდიგორის მთა - ტერიტორიის ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალის განვითარების პროექტი
ავტორი: მაკა მაისურაძე, ლევან მოსიაშვილი, მაიზერ ბედინაშვილი
ფართობი: 35180 m2

მდებარეობა: ყვარელი

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ ყვარელის დასავლეთით, ილიას ტბის მიმდებარედ. წარმოადგენს გაუნაშენიანებელ ტერიტორიას ილიას ტბის სამხრეთ აღმოსავლეთით. აღმოსავლეთიდან ტერიტორიას ესაზღვრება მდ. დურუჯის პირას გამავალი ტრასა. სამხრეთიდან - გზა, ხოლო დასავლეთიდან მომიჯნავე მიწის ნაკვეთები. ნაკვეთის ჯამური ფართობი წარმოადგენს 35 180 კვმ. ტერიტორია ხასიათდება რთული რელიეფით. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ ერთმანეთს ენაცვლება მთა, მთის ფერდი და ვაკე ტერიტორია. სიმაღლეში ვარდნა შეადგენს 55 მ-ს. შეგახსენებთ, რომ კუდიგორის მთაზე რამდენიმე წლის წინ დაიწყეს მშენებლობა, უხეშად ჩაერივნენ რელიეფის თავისებურებაში და მოჭრეს მთა, რათა სამშენებლოდ საკმარისი ტერიტორია მიეღოთ. ჩვენი გუნდი გმობს ამ გადაწყვეტილებას და მიზნად ისახავს, რომ ჩვენმა არქიტექტურამ, მისმა სპეციფიკამ და ფორმამ გაამთლიანოს და აღუდგინოს მას ძველი იერსახე, მოკლედ რომ ვთქვათ, გავამთლიანოთ გორის დაკარგული ფორმა. ამასთანავე, საკვლევი ტერიტორია კარგად აღიქმება, როგორც ყვარელის, ასევე ალაზნის ველის მხრიდან, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ტერიტორიას აქვს პოტენციალი გახდეს ტურისტულად გამორჩეული სივრცე, არა მხოლოდ ყვარლისთვის, არამედ მთელი კახეთისთვის. ამ მიზნით ტერიტორიაზე იგეგმება მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსის, ღვინის მარნისა და ღვინის ჩამოსასხმელი ქარხნის მშენებლობა. საკვლევი ტერიტორიის მდებარეობა და რელიეფი მიმზიდველი არქიტექტურული კომპლექსის შექმნის საშუალებას იძლევა. მთაზე განლაგებული ტერასული სასტუმოს ნომრებიდან იშლება პანორამული ხედები, როგორც კავკასიონზე, ასევე ალაზნის ველზე, ყვარელსა და ილიას ტბაზე. ამავე ხედებზეა ორიენტირებული სასტუმროს საცურაო აუზი, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი 200 სტუმარზე და ყველა სხვა ფუნქცია. როგორც ზევით აღვნიშნეთ, წარმოდგენილი სატუმრო კომპლექსის რეალიზაცია არა მარტო გაზრდის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს, არამედ მის ახალ სავიზიტო ბარათადაც შეიძლება იქცეს.

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია