მდებარეობა: რაფაელ აგლაძის ქუჩა, თბილისი
"ტრივერსალი" ელიავას ბაზრობისთვის შემუშავებული არქიტექტურული გადაწყვეტაა, რომელიც ემყარება მდგრად ურბანულ განვითარების პრინციპებს, ეკოლოგიურ პასუხისმგებლობასა და მოდულურ დიზაინს. პროექტში შემავალი თითოეული მოდული დამზადებულია გადამუშავებული და ენერგოეფექტური მასალებისგან, რაც ამცირებს ეკოლოგიურ ზემოქმედებას. მოდულები შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც სავაჭრო პავილიონები, საზოგადოებრივი სივრცეები და რეკრეაციული ზონები. ინოვაციურია მოდულების ჭერზე განთავსებული წყლის შეგროვების სისტემა. ელიავას ბაზრობა ღია სივრცეშია და ხშირია ატმოსფერული ნალექი, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, წყლის რესურსი მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ. ენერგოეფექტურობა მიღწეულია ბუნებრივი ვენტილაციის სისტემით, მზის პანელებითა და გადამუშავებული მასალების გამოყენებით. ბაზრის მოდულური განლაგება საშუალებას იძლევა, რომ იგი მხოლოდ სავაჭრო სივრცე არ იყოს, არამედ აქ შეიქმნას საერთო სამუშაო და კულტურული სივრცეები. პროექტი აერთიანებს ინოვაციურ ეკოლოგიურ გადაწყვეტებს, მოდულარობასა და ურბანულ კულტურას, რაც ელიავას ბაზრობას არა მხოლოდ ვაჭრობისთვის, არამედ საზოგადოებრივი ინტერაქციისა და შემოქმედებისთვის მნიშვნელოვან ცენტრად აქცევს.