მდებარეობა: ბათუმი
თბილისის მოედანი არის ბათუმის მთავარი სატრანსპორტო ჰაბი, სადაც ცენტრალური გზები იკვეთება. ისტორიულად ეს ადგილი ჩამოყალიბდა როგორც მოედანი, თუმცა დროთა განმავლობაში ტრანსფორმირდა როგორც მიკროავტობუსების სადგური. ჭარბი მიკროავტობუსებისა და მანქანების რაოდენობა აფერხებს გადაადგილებას და საფრთხეს უქმნის ქვეითებს. წარმოიქმნა კომპლექსური წრიული ოთხი შუქნიშნით და საკმაოდ საშიში ქვეითთა გადასასვლელი. ჩემი შემოთავაზებით მოედანს უბრუნდება სიცოცხლე, ზედაპირზე ნაკლები მანქანების და საცობის გარეშე, რაც მიღწეულია გვირაბების დამსახურებით. თბილისის მოედნის სადგური ორგანიზებას უწევს მიკროავტობუსების პარკირებას, თანამედროვე გაყიდვების ოფისს და საინფორმაციო სივრცეებს. მიწის დონეზე, განახლებული დიზაინით ჩნდება მულტიფუნქციური თავშეყრის სივრცეები და მოსასვენებელი სივრცეები კაფესთან ერთად.






