მდებარეობა: კავთისხევი, მე-2 ქუჩა
საპროექტო ტერიტორიაზე თავდაპირველად იდგა დაზიანებული, მიტოვებული ორსართულიანი სახლი. პროექტის მიზანი იყო გაეცოცხლებინა არსებული შენობა-ნაგებობა და მის ირგვლივ განვითარებულიყო ღვინის წარმოების, დეგუსტაციის, და ვაჭრობის ელემენტები. პროექტში, ძველი შენობის პირველ სართულს მიენიჭა ღვინის სადეგუსტაციო ფუნქცია, ხოლო მეორე სართულმა რესტორანის ფუნქცია შეითვისა. ტერიტორიას დაემატა დიდი მარანი, სადაც პირველ სართულზე როგორც ევროპული სტილის ისე - ტრადიციული სტილის ღვინის წარმოებისთვის გამოიყო ზონები; ამ შენობის მეორე სართული - ტერასა - სხვადასხვა ღონისძიებებს უმასპინძლებს. ძველი შენობის ჩრდილოეთით დაემატა სასადილო კუპეები, ხოლო ჩრდილო - აღმოსავლეთით - კოტეჯები; აღმოსავლეთ ნაწილში დაემატა ეთნიკური კუთხე, ამ მხარისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ელემენტებით, ხოლო მოშორებით გაშენდა ვენახი.














