დასასვენებელი კომპლექსი მდინარე ჭოროხის ხეობაში

ფართობი: 90000 m2
საუკეთესო სასტუმროს სტუდენტური პროექტი
დასასვენებელი კომპლექსი მდინარე ჭოროხის ხეობაში
ფართობი: 90000 m2

მდებარეობა: აჭარა, მდინარე ჭოროხის ხეობა (სოფ. მირვეთი)

ჭოროხის და მირვეთის ხეობა, კულტურული და გეოგრაფიული რესურსებით მდიდარი რეგიონია. მდებარეობს აჭარაში, საქართველოს სამხრეთ დასავლეთ ნაწილში, მდინარე ჭოროხის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 60 მეტრზე. პროექტის ტერიტორია შერჩეულია ჭოროხის ფერდობზე, რომელიც დაფარულია წაბლის, წიფლის და რცხილის ტყეებით. გვხდება იშვიათი სახეობები როგორებიცაა: კოლხური ბზა, უნგერის შქერი, თელა და სხვა. აღნიშნული ტერიტორია ტურისტების მაღალი ინტერესის ობიექტს წარმოადგენს. აღსანიშნავია სხვადასხვა პერიოდის ისტორიული ძეგლები: მირვეთის მთავარი მონუმენტი, რომელიც არის XIII საუკუნის მირვეთის თაღოვანი ხიდი, ისტორიული ღირსშესანიშნაობაა, რომელიც წარმოადგენს ამ რეგიონის კულტურულ და არქიტექტურულ მემკვიდრეობას და მირვეთის 1970-ანი წლის სამანქანო ხიდი, რომელიც ითვლება სოფლის სიამაყედ. მირვეთის მთავარი ბუნებრივი ღირშესანიშნოება არის ჩანჩქერი, რომელიც გამორჩეულია თავისი ბუნებრივი სილამაზით, შთამბეჭდავი გარემოთი და ხელშეუხებელი ეკოსისტემით. ჩანჩქერთან მისასვლელი ბილიკი გადის კოლხური ბზის ხეივანზე, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი და განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს. ობიექტი განთავსებულია აღნიშნული ტერიტორიის 9 ჰა-ზე. დასასვენებელი მრავალფუნქციური კომპლექსი ითვალისწინებს: სასტუმროს 170 ადგილით (დამსვენებლებისა და სპორტსმენებისათვის), სპორტულ კლუბს, საჯომარდო და სხვა ექსტრემალური სპორტის მოყვარულებისათვის, (სასტუმროს ერთ-ერთი მაღლივი მოცულობიდან გათვალისწინებულია ზიპ ლაინის მოწყობა ჭოროხის ხეობის გავლით მირვეთის ჩანჩქერამდე). კომპლექსში ასევე არის საკონფერენციო დარბაზი და რესტორანი. გამოყენებულია მზის პანელები- ელექტროენერგიის მისაღებად. პროექტი ითვალისწინებს ლანდშაფტისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას. ასევე ბუნებრივი ეკოსისტემის გრძელვადიან დაცვას, ეკოლოგიურ უსაფრთხოებას და ბუნებრივ გარემოში ტურისტული და რეკრეაციული საქმიანობის უზრუნველყოფას.

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია