მდებარეობა: კიკეთი,საქართველო
პროექტის კონცეფცია - ვილებს შორის არსებული სივრცე - ვილების ერთგვარი დიალოგი და შესაბამისად, ადამიანებს შორის - ურთიერთობა. რელიეფზე დაფუძნებულმა გადაწყვეტამ გზა გამიხსნა - საერთო სარგებლობის სამზარეულო მიწაში ჩაიძირა და ამფითეატრის ელემენტებით რეკრეაციულ სივრცეში აღმოჩნდა…. ამ სივრცეს უკვე ჰქონდა იდეის ძალა - იყო ცოცხალი და ფუნქციური. ურთიერთობის გასამყრებლად ვილები თითქოს თავისით განლაგდნენ ასე სიმეტრიულად, სარკისებურად საერთო პლატფორმაზე, ისე რომ შეენარჩუნებინათ ერთმანეთთან დიალოგი და საკუთარი დამოუკიდებლობაც გადაერჩინათ. სივრცემ დაიწყო საუბარი. კომპლექსის კონცეფციის თანახმად ვილები ვიზუალურად უნდა დარჩენილიყო გამორჩეულ ობიექტებად. დამატებითი შენობები კი მაქსიმალურად შერწყმოდა ლანდშაფტს. ამ პროექტმა შემახსენა, რომ არქიტექტურა უფრო ხშირად შინაგანი ამბის გამოვლენაა, ვიდრე გარედან მოტანილი ფორმის სივრცისთვის თავს მოხვევა. დღეს, მადლიერებას ვგრძნობ იმ გამოცდილებისთვის, რომელიც ამ პროექტმა მომცა: საკუთარი იდეების რწმენა, პროფესიული სიმტკიცე, თითოეული დეტალის სიყვარულის ძალა და უნარი.